მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სადაზღვევო სექტორის მოზიდული პრემია და მოგება გაიზარდა|2025 წლის სტატისტიკა

დაზღვევა

2025 წელს საქართველოში სადაზღვევო კომპანიების მოზიდული პრემია და მოგება გაიზარდა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ჯამურად, ქვეყანაში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა 1,4 მლრდ ლარის მოცულობის პრემია მოიზიდეს, მაშინ როცა 2024 წელს 1,2 მლრდ ლარი იყო.

რაც შეეხება მოგებას, გასულ წელს სადაზღვევო კომპანიებმა 348 მლნ ლარის მოგება ნახეს, მათ შორის წმინდა მოგება იყო 129 მლნ ლარი. 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი 307 და 127 მლნ ლარი იყო.

რაც შეხება სადაზღვევო პრემიის მოცულობას კომპანიების მიხედვით, 2025 წლის მონაცემებით, პირველ ადგილზე თიბისი დაზღვევაა, მეორეზე - ჯიპიაი, მესამეზე კი - ალდაგი. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ჯიპიაი უსწრებდა თიბისის.

მოზიდული პრემიის მიხედვით კი, დაზღვევის სახეობებს შორის პირველ ადგილზე კვლავ სამედიცინო დაზღვევაა, მეორეზე კი - ავტოდაზღვევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები