მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო სექტორისთვის “ესტონური მოდელი” ამოქმედდა - ბიზნესის მოლოდინი

სადაზღვევო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდა. ეს ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიებს განაწილებული მოგების გადასახადი 20–დან 15%-მდე შეუმცირდებათ, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კი კომპანია ამ გადასახადისაგან გათავისუფლდება. სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ყოველწლიური მოგების გათვალისწინებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში სადაზღვევო სფეროს განვითარებისთვის. ნაწილი კი აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე ე.წ. ესტონური მოდელი დადებითად მხოლოდ ბანკებთან აფილირებულ კომპანიებზე გავრცელდება. რას მოუტანს ესტონური მოდელი სადაზღვევო ინდუსტრიას და როგორია მოლოდინები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები