გასული წლის შედეგები შეაჯამეს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში. დავით ონოფრიშვილის მიერ წარდგენილი მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ, პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან, 1მლრდ 063.6 მლნ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 248.5 მლნ ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ 73.5 მლნ ლარი შეადგინა. მისივე ინფორმაციით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.