სადაზღვევო კომპანიების ნაწილში ეროვნული ბანკისგან და დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურისგან კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების აღსრულებას ითხოვენ. სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ბანკების მონაწილეობა სადაზღვევო ბაზარზე კვლავ ზღუდავს კონკურენტულ გარემოს და ამიტომ გარკვეული რეგულაციების მიღება აუცილებელია. თავად მარეგულირებლებში კი აცხადებენ, რომ კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციებზე დისკუსია კვლავ მიმდინარეობს და ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი, დაწესდება თუ არა რაიმე დამატებითი რეგულაცია. როგორია მხარეების პოზიციები და რა ეტაპზეა კონკურენციის სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულება