მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო ბიზნესი 2022

BM.GE
18.04.23 10:41
367
სადაზღვევო სექტორმა 2022 წელი 39,2 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურა. 18 სადაზღვევო კომპანიის კონსოლიდირებული მონაცემებით ირკვევა, რომ 2022 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 909,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 17.7%-იანი ზრდას აჩვენებს. სადაზღვევო პრემია არის თანხა, რომელსაც დაზღვეული იხდის დაზღვევის სანაცვლოდ. 

ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგება 210,3 მილიონი ლარი იყო. სადაზღვევო მოგება 38 მილიონით გაიზარდა, წმინდა მოგება კი, 40 მილიონიდან 39.2 მლნ ლარამდე შემცირდა. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1.105 მლრდ ლარს, ხოლო კაპიტალი 343,2 მილიონ ლარს შეადგენდა. 

კომპანიების რეიტინგში ყველაზე მეტი მოზიდული პრემიით პირველ პოზიციაზე "ჯიპიაი ჰოლდინგია" - 165 მლნ ლარით.

სტუმარი: პაატა ლომაძე - "ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები