მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სადაზღვევო ინდუსტრია მთავრობას ინიციატივით მიმართავს

5b87c8883523e
თეო ივაშჩენკო
30.08.18 14:32
681
სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე საყოველთაო სადაზღვეო პროგრამაში დაგეგმილ ცვლილებას დადებითად აფასებს, თუმცა მასში პრობლემის სრულად გადაჭრის პერსპექტივას ვერ ხედავს. დაგეგმილი ცვლილებებით, სექტემბირს დასაწყისიდან პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქრონიკული დაავადებების, კერძოდ, გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების სამკურნალოდ განკუთვნილი მედიკამენტების იაფად ხელმისაწვდომობის პროგრამა ამოქმედდება.

„თავისთავად კარგი ინიციატივაა, თუმცა, ეს არ არის პრობლემის მოგვარება. ეს რაღაც ეპიზოდია“, - აცხადებს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი.

დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, „კონკრეტულ ბენეფიციარებს კონკრეტული მედიკამენტები ცოტა გაუიაფდებათ, თუმცა, საერთო დანახარჯების თვალსაზრისით ეს კლიმატს არ შეცვლის“.

საყოველთაო დასაზღვევო პროგრამაში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად ასოციაციის თავმჯდომარე ცვლილების გაფართოებული ვერსიის ინიციატივით გამოდის.

მისი აზრით, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც დღეს პროგრამის ფარგლებში არ აქვს შემავსებელი, იგივე დაშენებული პროდუქტების ყიდვის უფლება, უნდა მიეცეს ამ სადაზღვეო პროდუქტით სარგებლობის საშუალება.

სადაზღვეო ასოციაციის გამგეობის აზრით, უმჯობესია, მთავრობამ გახსნას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეს ნაწილი მთლიანი მოსახლეობისათვის.

მათივე განცხადებით, არსებობს მეორე შესაძლებლობაც, რომ აღნიშნული სერვისის მიწოდება სრულად უზრუნველყოს კერძო სადაზღვეო პროგრამებმა.

„დაშენებული პროდუქტების სადაზღვეო პირობებში შეძენის შეზღუდვა მოსახლეობის დაახლოებით 40 %-ზე ვრცელდება. ამის შესაძლებლობა დღეს მხოლოდ პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებსა და გარკვეულ ასაკამდე ბავშვებს აქვთ,“ - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები