2016 წელს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ბიუჯეტი მილიონ 300 ათასი იყო. აღნიშნული თანხის დაფარვა საქართველოში მოქმედ 14 სადაზღვევო კომპანიას მოუწევს. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსება სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ, - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა იოსებ გოგოლაშვილმა განუცხადა, რომლის ინფორმაციითაც სექტორი ამ ყველაფრის საქმის კურსშია, - თემაზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ სადაზღვევო ასოციაციების ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი საუბრობს.
-თქვენი შეფასება როგორია, ინფორმაცია გქონდათ თუ არა და ამ პროექტის ნაწილია თუ არა ის, რომ ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსებაც კერძო კომპანიების ხელში გადავა?
-სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს სულ ასე ვიწყებ საუბარს, რომ ჩვენ ამ კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ არაფერი არ ვიცოდით. ჩემთვისაც ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ პროექტის ნაწილია, რომლიც მთავრობაზე განხილული და 2-3 თვის წინ საქართველოს მთავრობის მიერ იყო მოწონებული, ანუ ეტაპობრივი შემოყვანა სავალდებულო დაზღვევების. პირველ ეტაპზე არა საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობენ მათთვის სავალდებულო დაზღვევის დაწესება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის უზარმაზარი პლუსია დაცულობის თვალსაზრისით და დაახლოებით 70 მილიონიანი ექსპორტია. როდესაც ჩვენ სულ ვტირივართ, რომ ექსპორტი გვიმცირდება და ამიტომ ჩვენი სავაჭრო სალდო უარესდება, ეს არის პირდაპირ დაახლოებით 70 მილიონიანი ექსპორტი, რომელზეც უარის თქმა საერთოდ არ მესმის. ჩვენ გარდა, ყველა ქვეყანაშია. ჩვენ ამას ახლა განვიხილავთ, როგორც იმ ნაწილს იმ პროექტისას, სამწუხაროდ, ეთერის საშუალებით.
-მას შემდეგ რა შეიცვალა, რაც ზედამხედველობის სააგენტო ეროვნულ ბანკს გამოეყო და დამოუკიდებლად დაიწყო ფუნქციონირება?
-ვეცდები ამ საკითხს სხვანაირად შევხედო. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მაშინ იმაზე ვთანხმდებოდით, რომ კომპანიებს დაეფინანსებინათ ზედამხედველობა იმის გამო, რომ ჩვენ დაინტერესებული ვიაყვით, რომ ზედამხედველობის სააგენტო ძლიერი და ქმედითუნარიანი იყოს. 1 300 000 არ ყოფნიდა, საუბარი იყო 1 800 000-მდე უნდა გაზრდილიყო არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ჩვენი ინტერესითაც. მე არ ვიცი მთავრობა რას ფიქრობს, მაგრამ ეს ერთი მხარეა. მეორე მხარე ისაა, რომ საერთო მოგება სადაზღვევო ინდუსტრიის დაახლოებით 6 მილიონი ლარია და თუ 2 მილიონი ლარი ზედამხედველობაში უნდა გადავიხადოთ იმ ბაზრიდან რაც გვაქვს, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი წნეხია და რაც მთავარია, არავთარი სამართლებრივი საფუძველი ამას არ აქვს. სხვა ქვეყნებში ამის ანალოგიას ვერსად ვერ ვნახავთ, რადგან იქ სავალდებულო დაზღვევები ყველგან არსებობს. იქ მთავრობა იყენებს რისკის მართვის ხერხებს. მოდით, უმჯობესია ბნელი პროგნოზებისგან თავი შევიკავოთ. ჩვენ ჩვენს მთავრობას პატივს ვცემთ და ამას უბრალოდ განვიხილავთ, როგორც ძალიან შემჭიდროებულ ვადაში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მთელ ამ პროექტს ერთიანად უყურებს. პირველი სავალდებულო დაზღვევის შემოღება საქართველოში 70 მილიონიან ექსპორტს აყალიბებს, რაც ჩვენს გაუძლურებულ ლარს შეეხიდება. აღნიშნულზე დადებითი განწყობა იყო, უბრალოდ ტექნიკურ საკითხებზე ვიყავით გადასული და ჩვენ არც ველოდით, რომ ეს კომუნიკაცია ნოემბრის ბოლოს იქნებოდა, ამიტომ ჩვენ ჩვენს ინსტრუმენტებს ვრთავდით და ახალ გუნდთან დიალოგს ვგეგმავდით.
-დღეს ელოდებით უკვე, რომ კომუნიკაცია უნდა შედგეს?
-რასაკვირველია ამას ველოდებით და აღნიშნული თემის ცალკე განხილვისგან თავს ამიტომაც ვიკავებ და გეწინააღმდეგებით. თუ ეს ცალკე მოხდა ყველაფერი დაბინდდება.

























