მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სადაზღვევო კომპანიების არსებული საპენსიო პროდუქტი, ვერ პასუხობს საპენსიო პროდუქტის ვერცერთ სისტემას"

57d7eaf05d959
ელენე გოგბერაშვილი
13.09.16 16:02
1671
სადაზღვევო ინდუსტრია საპენსიო რეფორმაში კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვას ითხოვს. "ჯი პი აი ჰოლდინგის" წარმომადგენელმა თინა სტამბოლიშვილმა "ბიზნესკონტრაქტთან" განაცხადა, რომ სისტემაში სადაზღვევო საპენსიო ფონდებიც უნდა ჩაოერთონ, რაც არსებულ პროექტში გათვალისიწნებული არ არის.
შესაბამისად, კოპანიებს მიაჩნიათ, რომ საპენსიო რეფორმის განხორციელების შემდეგ ინდუსტრია თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი "ბიზნესკონტრაქტთან" საუბარში აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიები დღეს ისედაც თამაშგარე მდგომარეობაში არიან, რადგან საპენსიო პროდუქტი, რაც სადაზღვევო კომპანიებს გააჩნიათ, ვერ პასუხობს საპენსიო პროდუქტის ვერცერთ სისტემას, ანუ არ ეფუძნება არანაირ სტიმულს და ფინანსურ წახალისებას. როგორც ძიძიკაშვილი განმარტავს, მათ შეცვალეს მიდგომა და გადაწყდა სადაზღვევო ინდუსტრიას ფინანსურ სტიმულზე დაფუძნებული სისტემა შესთავაზონ.

"ჩვენი მოდელი იქნება მოქნილი, რაც საშუალებას მისცემს სადაზღვევოებს აქტივების მართვის პორტფოლიო ააწყონ სწორად და მოახდინონ გრძელვადიანი ინვესტირება, არამხოლოდ საბანკო დეპოზიტებზე. რამდენად შეძლებენ კომპანიები მოიზიდონ დამატებითი გაწევრიანების მსურველები, ეს თავად კომპანიებზე იქნება დამოკიდებული", -აცხადებს ოთარ ძიძიაშვილი.

მისი თქმით, მათი შეთავაზების შესახებ სადაზღვევო ინდუსტრიას ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა საპესიო რეფორმის კანონი დაახლოებით ორი კვირის ვადაში გამოქვეყნდება, რომლის შემდგომ დაიწყება დოკუმენტის საჯარო განხილვები, მათ შორის სადაზღვევო კომპანიებთანაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები