მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სადაზღვევო კომპანიების მოგება 100%-ია, დაზღვევა ფერმერზე მორგებული არ არის"

5963521f01167
სალომე მეცხვარიშვილი
10.07.17 14:05
1351
სადაზღვევო კომპანიების მოგება 100%-დან 100%-ია, დაზღვევა ფერმერზე მორგებული არ არის,- ამის შესახებ "საქმის კურსს" კოოპერატივ "საჩინოს" ხელმძღვანელმა მინდია ქავთარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აგროდაზღვევას კომპანიები საკუთარ თავზე ირგებენ, ისე, რომ არცერთი თეთრი ფერმერს არ გადაუხადონ.

"რაც არსებობს დაზღვევა, ისიც გაუმართავია. არავინ ფიქრობს ფერმერის ინტერესების დაცვაზე და დაზღვევა ფერმერზე მორგებული არ არის. მაგალითად, გვალვების პრობლემებია ჩვენთან და გვალვა არ იზღვევა. საშემოდგომო ყინვა პრობლემას არ წარმოადგენს და იზღვევა, საგაზაფხულო ყინვები კი არ იზღვევა, რაც რეალურად პრობლემას წარმოადგენს.

სადაზღვევო კომპანიას აქვს მაქსიმალურად თავის თავზე მორგებული პაკეტი, რომ ერთი თეთრი არ გადაუხადოს ფერმერს",- ამბობს ქავთარაძე.
რაც შეეხება კოოპერატივ „საჩინოს“ საქმიანობას, რომელიც თაფლის წარმოებით არის დაკავებული და რომელიც სტიქიამ დაახლოებით 2 თვის წინ გაუნადგურათ, მინდია ქავთარაძე აცხადებს, რომ 1500 ოჯახიდან 60 დარჩათ და ახლა კვლავ გამრავლებაზე მუშაობენ.

"თუ ამ ტემპებებით გავაგრძელებთ მუშაობას, ძველ მდგომარეობამდე მისაღწევად 4-5 წელი დაგვჭირდება",- ამბობს ფერმერი.

შეგახსენებთ, რომ მაისში დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის გამო კოოპერატივ "საჩინოს" ფუტკარი თითქმის სრულად განადგურდა. მაშინ მინდია ქავთარაძემ "საქმის კურსს" განუცხადა, რომ საქართველოში ფუტკარს სადაზღვევო კომპანიები არ აზღვევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები