მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი წმინდა მოგებისა და მოზიდული პრემიების მიხედვით

64392949747c0
შოთა ტყეშელაშვილი
14.04.23 14:31
5397
საქართველოში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებები უკვე წარადგინეს. მათი მიხედვით, გასული წლის განმავლობაში 18 სადაზღვევო კომპანიის მიერ ჯამურად მოზიდული პრემია წლიურად 18%-ით, 910 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მცირედით იკლო ჯამურმა მოგებამ და ის გასულ წელს არსებული 40 მილიონი ლარიდან 39 მილიონ ლარამდე შემცირდა.

სადაზღვევო კომპანიებს შორის ყველაზე დიდი პრემია "ჯიპიაი ჰოლდინგმა" მოიზიდა, რომელმაც შემოსავალი 140 მილიონიდან 165 მილიონ ლარამდე გაზარდა. "ჯიპიაის" წმინდა მოგებამ კი 3.6 მილიონი ლარი შეადგინა. მოგების მხრივ პირველ ადგილზეა “თიბისი დაზღვევა”, რომელმაც გასულ წელს 15.7 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. 18 კომპანიიდან 12-მა 2022 წელი მოგებით დაასრულა, ხოლო 6 სადაზღვევო კი ზარალზე იყო.

ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება და მათ მიერ მოზიდული პრემიები ასე ნაწილდება (დალაგებულია წმინდა მოგების მიხედვით):

1. თიბისი დაზღვევა - 15.7 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 153 მლნ;
2. ალდაგი - 15.3 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 137 მლნ;
3. იმედი ელ - 3.8 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 82 მლნ;
4. ჯი პი აი ჰოლდინგი - 3.6 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 165 მლნ;
5. ბბ დაზღვევა - 2.4 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 18 მლნ;
6. ტაო - 2.4 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 4 მლნ;
7. დაზღვევის კომპანია ქართუ - 1.3 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 6 მლნ;
8. უნისონი - 1.2 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 56 მლნ;
9. საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი - 1.1 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 18 მლნ;
10. დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო - 0.7 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 61 მლნ;
11. არდი დაზღვევა - 0.2 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 85 მლნ;
12. გლობალ ბენეფიტს ჯორჯია - 0.0 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 20 მლნ;
13. გრინ დაზღვევა საქართველო - -0.2 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 4 მლნ;
14. ალფა - -0.5 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 21 მლნ;
15. ევროინს ჯორჯია - -1.7 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 20 მლნ;
16. ნიუ ვიჟენ დაზღვევა - -1.8 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 15 მლნ;
17. პსპ დაზღვევა - -1.9 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 33 მლნ;
18. პრაიმი - -2.4 მლნ ლარი, მოზიდული პრემია 10 მლნ.

სადაზღვევო ბაზრის სეგმენტებს შორის პირველ ადგილზეა ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელშიც გასულ წელს მოქალაქეებმა და დამსაქმებლებმა 375 მილიონი ლარი გადაიხადეს. მეორე ადგილს იკავებს ავტოდაზღვევის სეგმენტი 166 მილიონი ლარით, მესამეზე კი ქონების დაზღვევაა 118 მილიონის მოზიდული პრემიებით.

2022 წელს კომპანიებმა მომხმარებლებს 495 მილიონის დამდგარი ზარალი აუნაზღაურეს, რაც 2021 წელთან შედარებით 60 მილიონი ლარით მეტი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები