მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 2.6-ჯერ გაიზარდა

5bf3acb1a9d97
თამუნა დემეტრაშვილი
20.11.18 10:41
691
სადაზღვევო კომპანიებმა მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, 417,2 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით მეტია. რაც შეეხება კომპანიების წმინდა მოგებას, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 34,6 მილიონს შეადგენს 3 კვარტლის მონაცებით, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 163%-იანი ზრდაა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 3 კვარტალში 17 სადაზღვევო კომპანიის წმინდა მოგება 13,1 მილიონი ლარი იყო. სტატისტიკური მონაცემებით, გაზრდილია ასევე კომპანიების აქტივები და მან ჯამურად 712,3 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე, 19%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები