მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სადაზღვევო კომპანიებისთვის კაპიტალის მინიმალური ოდენობების მოთხოვნა იზრდება

5a44a8748c560
სალომე მეცხვარიშვილი
28.12.17 14:40
790
სადაზღვევო კომპანიებისთვის კაპიტალის მინიმალური ოდენობები იზრდება. შესაბამისი ბრძანება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე სულამანიძემ გამოსცა.

ამჟამად სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა განისაზღვრულია შემდეგი ოდენობებით:

ა) სიცოცხლის დაზღვევა - 2 200 000 ლარი;

ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) - 2 000 000 ლარი;

გ) გადაზღვევა - 2 200 000 ლარი.

უწყებამ სამომავლოდ განსაზღვრა სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობები ვადების მიხედვით:

ა) სიცოცხლის დაზღვევა:

ა.ა) 2 200 000 ლარს – 2018 წლის 31 დეკემბრამდე;

ა.ბ) 4 200 000 ლარს – 2018 წლის 31 დეკემბრიდან;

ა.გ) 7 200 000 ლარს – 2020 წლის 31 დეკემბრიდან;

ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) – გარდა სავალდებულო ფორმის პასუხისმგებლობის დაზღვევისა, ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის და საკრედიტო ვალდებულებების დაზღვევისა:

ბ.ა.) 2 000 000 ლარს–2018 წლის 31 დეკემბრამდე;

ბ.ბ) 3 400 000 ლარს– 2018 წლის 31 დეკემბრიდან;

ბ.გ) 4 800 000 ლარს – 2020 წლის 31 დეკემბრიდან;

გ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) – სავალდებულო ფორმის პასუხისმგებლობის დაზღვევისა, ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის და საკრედიტო ვალდებულებების დაზღვევის ჩათვლით:

გ.ა) 2 000 000 ლარს – 2018 წლის 31 დეკემბრამდე;

გ.ბ) 4 200 000 ლარის – 2018 წლის 31 დეკემბრიდან;

გ.გ) 7 200 000 ლარს – 2020 წლის 31 დეკემბრიდან;

დ) გადაზღვევა:

დ.ა) 2 200 000ლარს –2018 წლის 31 დეკემბრამდე;

დ.ბ) 4 200 000 ლარს – 2018 წლის 31 დეკემბრიდან;

დ.გ) 7 200 000 ლარ – 2020 წლის 31 დეკემბრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები