მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სადაზღვევო კომპანიებს ზედამხედველის დაფინანსება სავარაუდოდ წლის მეორე ნახევრიდან მოუწევთ

58a2959fe3b46
BM.GE
14.02.17 09:30
1154
დაზღვევის შესახებ კანონში ცვლილებები შევა, რომლის მიხედვითად დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური არა საბიუჯეტო სახსრებით, არამედ მისი რეგულირების ქვეშ მყოფი ინსტიტუტებიდან დაფინანსდება. როგორც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, კოტე სულამანიძე "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, ამ მიმართულებით უკვე მუშავდება კანონპროექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება.

"ეს დამოუკიდებლობას აძლევს გარკვეულწილად ზედამხედველს.დამოუკიდებელია სახელმწიფო ბიუჯეტისგან, შესაბამისად სახელმწიფო ცარევებისგან და ახორციელებს სწორ საზედამხედველო პოლიტიკას. ჩვენის მხრივ მუშავდება კანონპროექტი. ვდგავთ ნაბიჯებს სხვა მიმართულებითაც, რაც კავშირშია ამასთან", - აცხადებს კოტე სულამანიძე.

მისი თქმით, გასულ წელს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ბიუჯეტი მილიონ 300 ათასი ლარი იყო, წელს კი მილიონ 180 ათას ლარს შეადგენს.

"დღესდღეობით ისევ ბიუჯეტის დაფინანსებაზე ვართ. უახლოეს მომავალში გვინდა, კანონპროექტი გავაკეთოთ და ვიყოთ დამოუკიდებლები სახელმწიფო დაფინანსებისგან", -განმარტავს სულამანიძე.

მისი თქმით, რა მოდელით მოუწევთ სადაზღვევო კომპანიებს ზედამხედველის დაფინანსება, კერძო სექტორთან კომუნიკაციის ფორმატში შეჯერდება. სულამანიძე რამდენიმე მიმართულებას განიხილავს, მათ შორის საუბარია დაფინანსების გამოყოფა სადაზღვევოებს ბაზრის წილის ან მოზიდული პრემიის მიხედვით მოუწიოთ.

დაფინანების მოდელზე მუშაობა ახლო მომავალში დასრულდება და დაზღვევის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტს წარედგინება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები