სადაზღვევო სექტორის მოგების 64% ორ სადაზღვევო კომპანიაზე -"ალდაგსა" და "თიბისი დაზღვევაზე" მოდის. "ალდაგის" წილად, პირველი კვარტლის მონაცემებით 3,1 მილიონი ლარის მოგება მოდის, "თიბისი დაზღვევის" წილად კი 1,7 მილიონია, მაშინ როცა დანარჩენმა 15-მა სადაზღვევო კომპანიამ ჯამში 2,7 მილიონის მოგება მიიღო.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, "ჯი პი აი ჰოლდინგმა", რომელიც მოზიდული პრემიის მიხედვით პირველ კვარტალში ბაზრის ლიდერია, მოგების სახით 866 ათასი ლარი მიიღო. მოგებიანობის მიხედვით, მეოთხე პოზიციაზეა "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ - 629 ათასი ლარით, მეხუთეზე კი "ირაო", რომელმაც პირველი კვარტალი 554 ათასი ლარის მოგებით დაასრულა. პირველი კვარტალი ორმა კომპანიამ -,,აისი ჯგუფმა“ და "კამარამ" ზარალით დაასრულეს. ზარალმა, შესაბამისად 725 და 246 ათასი ლარი შეადგინა.

























