მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადეზინფექციო კაბინა კორონავირუსის პრევენციისთვის - Kaya-ს და Edison Tech Solutions-ის პროექტი

5eb2e961df2f1
ნუცა ბაზლიძე
06.05.20 22:00
2398
Edison Tech Solutions-მა საწარმო Kaya-ს ინიციატივით და მასთან თანამშრომლობით სადეზინფექციო კაბინა შექმნა, რომლის მიზანიც კორონავირუსის პრევენციაა. ამასთან დაკავშირებით BM.GE Edison-ის დამფუძნებელ გივი ბერიძეს ესაუბრა.

„ეს არის მოწყობილობა, რომლის მთავარი პრინციპის მიხედვით, როდესაც ადამიანი გადაკვეთს სენსორებს, მოწყობილობა მას 360°-ით მიაფრქვევს სპეციალურ, სერტიფიცირებულ ხსნარს“, - აღნიშნავს გივი ბერიძე.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, კაბინა მხოლოდ გაგუას კლინიკაშია წარმოდგენილი, თუმცა აღნიშნულ მოწყობილობასთან დაკავშირებით, კომპანიების მხრიდან უკვე დიდი გამოხმაურება გამოიკვეთა.

ამასთან, გივი ბერიძე განმარტავს, რომ მოწყობილობა ითვალისწინებს ფუნქციების დამატებასაც. მათ შორის, კაბინაზე დამონტაჟებულ უკონტაქტო თერმომეტრს და ასევე "შლაგბაუმს", რომელიც შენობაში ადამიანების შეშვებას გააკონტროლებს.

როგორც გივი ბერიძე განმარტავს, კომპანიაში აქტიურად მოიაზრებენ ექსპორტსაც და ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები ესპანეთსა და თურქეთთან მიმდინარეობს.

ცნობისთვის: სწორედ Edison Tech Solutions-ს უკავშირდება პორტატული სასუნთქი აპარატის პროექტი, რომელიც "CORONATHON - ტექნოლოგიებით ვირუსის წინააღმდეგ"-ის გამარჯვებული გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები