„სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, თევდორე მღვდლის #10-ში ჩამონგრეული კორპუსიდან 103 ადამიანი 11 სასტუმროშია გადაყვანილი. ამის შესახებ BM.GE-ის დიდუბის გამგეობაში განუცხადეს.
„ამ დროისთვის კორპუსი დაცლილია, თუმცა მცხოვრებლები სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს პირადი ნივთების გამოსატანად შეჰყავთ“, - აღნიშნავენ დიდუბის რაიონის გამგეობაში.
14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია იმყოფება.




























