მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადისტრიბუციო და რიტეილ-კომპანიების წარმომადგენლებისთვის „ჰუალინგში“ ვაქცინაციის პუნქტებია მოწყობილი

60f84b15c5952
ინგა მურუსიძე
21.07.21 20:40
2365
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ჩართულობით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგილობრივი მწარმოებელი, სადისტრიბუციო და რიტეილ-კომპანიების თანამშრომლებს "სინოფარმით" ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე „ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზაში“ შეუძლიათ.

როგორც bm.ge-ს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს, ვაქცინაცია შესაძლებელია ყოველ დღე, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე. აქვე აღსანიშნავია, რომ დარგის წარმომადგენლებს შეუძლიათ ვაქცინაციის პროცესში ჩართონ ოჯახის წევრები.

„ვაქცინაციისთვის აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მიბრძანდით პირდაპირ, წინასწარი ონლაინ-რეგისტრაციის გარეშე. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ-ცენტრის წარმომადგენელს ნომერზე 599 275 116 და აცნობოთ თქვენი კომპანიის თანამშრომლების (და მათი ოჯახის წევრების) ვიზიტის დროის შესახებ.

ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იმუნიზაციის ცენტრის წარმომადგენელს: 599 700 532.

რაიმე სახის გაურკვევლობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას ელექტრონულ ფოსტაზე info@gdba.ge ან ნომერზე 577 180 100“, - ამბობენ ბიზნეს ასოციაციაში.

გარდა ამისა, „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“ და მისი ხელმძღვანელი, ივა ჭყონია ყველა მოქალაქეს და განსაკუთრებით დისტრიბუტორებს მოუწოდებენ აიცრან.

„ასოციაციის სახელით მოვუწოდებ ყველა მწარმოებელს, ყველა რიტეილერს და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელს, რომ აიცრან, რათა „დაიცვან როგორც საკუთარი თავი, აგრეთვე სხვები“ - ეს არის ჩვენი სლოგანი. ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია და გამომდინარე იქიდან, რომ რეგისტრაცია არ სჭირდებათ, ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს შეუძლიათ მივიდნენ „ჰუალინგ პლაზაში“ და აიცრან. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოქალაქებისთვის პროდუქციის მიწოდება, თან უსაფრთხოდ, სწორედ ამიტომ უნდა ავიცრათ“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები