მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადისტრიბუციო კომპანიების გამოწვევები

5eea4fccb6c88
ნინი ლონგურაშვილი
17.06.20 22:00
1037
მიუხედავად იმისა, რომ პატარა საოჯახო ტიპის მაღაზიები ჯერ კიდევ არსებობს, მთავარი როლი მაინც ქსელურ მაღაზიებს უჭირავს, რომლებთანაც იქმნება ძირითადი პრობლემები, – ამის შესახებ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში "ქართული სადისტრიბუციო კომპანიის" მარკეტინგის მენეჯერმა ირმა ალექსიძემ ისაუბრა. 

მისივე თქმით, ქსელურ მაღაზიებს სადისტრიბუციო კომპანიების იქ შესვლისთვის აქვთ კონკრეტული პირობები. ეს პირობები ძირითადად კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული და ალექსიძის განმარტებით, "არც თუ ისე ადეკვატურ მოცულობაზეა საუბარი".

"მითუმეტეს როდესაც ბაზარზე ხარ ახალი, არ გაქვს გამოცდილება, არ იცი რისი მომტანია შენთვის კონკრეტულ ქსელთან ურთიერთობა, შესაბამისად, ის ციფრები, რასაც გვისახელებენ, იმისათვის რომ ვიყოთ მათთან წარმოდგენილები, მსუბუქად რომ ვთქვათ შოკის მომგვრელია", – განაცხადა "ქართული სადისტრიბუციო კომპანიის" მარკეტინგის მენეჯერმა.

ირმა ალექსიძის თქმით, ქსელში მოხვედრის შემდეგ, გარდა იმისა რომ მაღაზიები დიდ თანხებს ითხოვენ, ასევე ითხოვენ დიდ ფასდაკლებებსაც, –"ეს მწარმოებლებს და დისტრიბუტორებს აღარ გვაძლევს საშუალებას, რომ დამატებითი მარკეტინგული აქტივობები განვახორციელოთ ჩვენი პროდუქციისთვის", – დასძინა ირმა ალექსიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები