მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საძიებო სისტემა Ecosia-მ პირველი ეკომეგობრული ვებ-ბრაუზერი შექმნა

browser

საძიებო სისტემა Ecosia-მ, რომელიც სარეკლამო შემოსავალს პლანეტის ყველაზე პრობლემურ ტერიტორიებზე ხეების დასარგავად იყენებს, პირველი ეკომეგობრული ვებ-ბრაუზერი შექმნა. კომპანიის მიზანი, ბრაუზერის აქტივობის გამოყენებით, მწვანე ენერგიის წარმოებაა.

გავრცელებულ განცხადებაში Ecosia განმარტავს, რომ ახალი ბრაუზერი სამჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე პოპულარული აპლიკაციების უმრავლესობა და მასში რეკლამების საწინააღმდეგო AdBlocker-ი თავიდანვე ინტეგრირებულია, რათა ენერგიის მოხმარება კიდევ უფრო დაიზოგოს.

Ecosia 2009 წელს გერმანელმა ანტრეპრენერმა, ქრისტიან კროლმა დააფუძნა და მისი მიზანი, არაკომერციული ორგანიზაციის შექმნა იყო, რომელიც საძიებო სისტემად გამოიყენებოდა. კომპანიის მიზანი საკუთარი მდგრადი ბიზნესმოდელის ზრდა და განვითარება იყო.

Ecosia-ს ბრაუზერით სარგებლობა პერსონალურ კომპიუტერებში Windows-სა და Mac-ზე, მობილურებში კი iOS-სა და Android-ზეა შესაძლებელი. ბრაუზერში 2023 წლის ფუნქციონალი, მათ შორის OpenAi-ს ჩატბოტია ინტეგრირებული.

Euronews-ის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში Ecosia-მ €2.7 მილიონი გამოიმუშავა, საიდანაც 57% 184 ათასზე მეტი ხის დარგვისთვის დაიხარჯა.

ბრაუზერების ბაზრის უპირობო ლიდერად კვლავ Google რჩება - მათ საძიებო სისტემას ინტერნეტის მომხმარებელთა 90% იყენებს, 60%-სთვის კი Chrome-ი მთავარი ვებ-ბრაუზერია. რიგით მეორე ყველაზე გამოყენებადი ბრაუზერი კი Safari-ა, რომელიც Apple-ის პროდუქტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები