მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 10 იანვარს დასრულდება

6372415cbd59c
BM.GE
14.11.22 17:32
480
მეექვსე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 14 ნოემბერს დაიწყო და 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება - ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მეექვსე ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.

ამ ეტაპზე გამოქვეყნებულია სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 113 ერთეული საძოვრის მონაცემები. მათ შორის, ასპინძა - 1, ახალციხე - 1, ნინოწმინდა - 6, ბორჯომი - 8, დმანისი - 22, თეთრიწყარო - 1, წალკა - 2, საგარეჯო - 3, დედოფლისწყარო - 19, თელავი - 5, სიღნაღი - 3, ყვარელი - 12, ახმეტა - 4, მცხეთა - 1, ყაზბეგი - 1, გორი - 3, კასპი - 1, ქარელი -2, წყალტუბო - 13, ბაღდათი - 1, სენაკი -2, ონი - 2.

უწყების ცნობით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ხუთ ეტაპად გამოქვეყნდა იჯარით გასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების მონაცემები, სულ 317 ერთეული საძოვარი საერთო ფართობით - 36,387 ჰექტარი.

196 საკადასტრო კოდზე შერჩეულია პოტენციური მოიჯარე 25,549 ჰა ფართობის საძოვრის იჯარით გადაცემაზე. აუქციონები ჩატარდა 61 მიწის ნაკვეთზე საერთო ფართობით 10,607 ჰა. მონაწილეებს პირდაპირი წესით გადაეცემა 105 მიწის ნაკვეთი და დეკემბერში გაფორმდება ხელშეკრულებები. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge), ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის: „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები