ინტერვიუ საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან ჯასტინ მაკკენზ სმიტთან.
- ბატონო ელჩო , გვითხარით როგორია თქვენი შთაბეჭდილებები საქართველოსთან დაკავშირებით?
- მინდა გითხრათ რომ მოხიბლული ვარ, საქართველოში 8 კვირაა რაც ვიმყოფები ოჯახთან ერთად , თუმცა გამოგიტყდებით და გეტყვით რომ ეს ჩემი პირველი ვიზიტი არ არის თქვენს ქვეყანაში. პირველად 1999 წელს მხვდა წილად ბედნიერება საქართველოში ჩამოვსულიყავი, თუმცა ამჟამად უკვე რეალური შანსი მომეცა უკეთ გამეცნო ეს ულამაზესი ქვეყანა და ქართველი ხალხი.
- შეგიძლიათ საქართველოს საინვესტიციო გარემო შეაფასოთ?
- მე ვარ ძალიან ამაყი იმ ფაქტით, რომ დიდი ბრიტანეთი რიგით მეორე უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია საქართველოსთვის. უპირველეს ყოვლისა საქართველოში წამროდგენილი ბრიტანული ინვესტიციებიდან გამოვყოფდი BP-ს. ეს კომპანია როგორც იცით 20 წელიწადზე მეტია რაც საქართველოში ოპერირებს. ასეთი მჭიდრო და ძლიერი პარტნიორობა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ასეთ მსხვილ კომპანიას შორის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც კომპანია BP-სთვის ასევე ჩემი სუბიექტური აზრით საქართველოშთვისაც ამავდროულად. რასაკვირველია გარდა ზემოთხსენებული კომპანიისა, მე ძალიან მოხარული ვარ რომ საქართთველოში სხვა ბრიტანული აქტივებიც არის წარმოდგენილი. მაგალითად თუ თქვენ თბილისის სხვადასხვა შოპინგ-ცენტრეში გაივლით, იქ ნახავთ „Marks & Spencer „-ს და კიდევ სხვა ბევრ ბრიტანული ბრენდების მაღაზიებს. ასევე სულ რამდნეიმე კვირის ჩამოსული ვიყავი როდესაც გავსენი მაღაზია „Wedgwood”-ი ჭავჭავაძის გამზირზე თბილისში.. რასაკვირველია გარდა თვალსაჩინო ბიზნესებისა, არის საქართველოში რამდნეიმე ნაკლებად ხოლული ბიზნეს-კავშირებიც ჩვენს ქვეყნებს შორის. აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ ძალიან მოხარული ვიყავი როცა სექტემბერში თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადაინაცვლა. აღსანიშნავია საქართველოს ბანკის ამ სეგმენტში მოხვედრაც. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას რომ წარმატებული ქართული ბიზნესკომპანიები იზიდავენ ინვესტიციებს და კაპიტალს ლონდონის ბაზრიდან , რომელიც თამამად შემიძლია გითხრათ რომ ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ ბაზარს წარმოადგენს მსოფლიოში.
- შეგიძლიათ რომ გვითხრათ რომელი სექტორებით ინტერესდებიან ყველაზე მეტად ბრიტანელი ბიზნესმენები?
იცით ეს არც ისე მარტივად საპასუხო კითხვაა სიმართლე რომ გითხრათ. ჩემი დაკვირვებით საქართველოში ბევრი სექტორია ისეთი, რომელიც მიმზიდველია ბრიტანელი ინვესტორებისთვის. ამჟამად საკმაოდ დიდი ჩართულობა და ინტერესია ფარმაცევტულ სექტორში, ისევე როგორც საცალო გაყიდვების სექტორში. ამ უკანასკნელში მე ვხედავ ძალიან მზარდ პოტენციალს . თუ სხვადასხვა დარგებს მიმოვიხილავთ, აუცილებლად უნდა გამოვყო ენერგო სექტორიც და BP თავისი გრძელვადიანი ისტორიის მქონე წარმომადგენლობით. როგორც ვიცი დიდია თქვენი მთავრობის გეგმები განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით და სხვათაშორის ჩვენ ამ მიმართულებითაც შეგვიძლია თანამშრომლობა ¸რადგან ექსპერტებიც და გამოცდილებაც დიდი გვაქვს ამ სფეროში.
- სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის - ვითარდება თუ არა წლიდან წლამდე ეს ურთიერთობები?
- დიახ, სავაჭრო ურთიერთობები უდავოდ არის დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის. მე საუბარში წეღანაც აღვნიშნე რომ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინვესტიცია და მათი რიცხვი უდავოდ მზარდია. რაც შეეხება ვაჭრობას, იგი ასევე მზარდია. დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებული ექსპორტის მაჩვენებელი გასულ წელს 270 მილიონი ლარი ანუ დაახლოებით 92 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო. ვერ ვიტყვი რომ დაბალი მაჩვენებელია მაგრამ ჩემი აზრით უფრო უკეთესიც შეიძლება ყოფილიყო ორივე მიმართულებით. მე ძალიან გამიმართლა ჩემს ქართველ პარტნიორშიც დიდ ბრიტანეთში, თამარ ბერუჩაშვილს ვგულისხმობ რომელიც ძალიან გონებაგახსნილი პიროვნებაა და მაქსიმალურად ცდილობს გაზარდოს საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლები დიდ ბრიტანეთში. საერთო ჯამში, ჩვენი ინტერესები ორმხრივია ვაშრობასთან და ინვესტიციებთან მიმართებით.
- რა არის გასაკეთებელი თქვენი აზრით იმისთვის რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდეს?
- ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენ, როგორც საელჩომ და ასევე თქვენმა ხელისუფლებამ უნდა ვუზრუნველყოთ საქართველოს პოპულარიზაცია. ზოგადად ხელისუფლებას ხელეწიფება მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საინვესტიციო გარემოსთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით და მე მჯერა რომ საქართველოს მთავრობა ასეც იქცევა. მე თუ მკითხავთ, ჩემი მოსაზრებით ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციის ერთერთი საუკეთესო და ეფექტური საშუალება ისევ ბიზნეს კომუნიკაციაა. წარმატებული ბიზნეს-გამოცდილების გაზიარებაზე უკეთესი გზა მეორე პოტენციური ინვესტორის დასარწმუნებლად შემოვიდეს იმავე ბაზარზე ვფიქრობ არ არსებობს. კიდევ ერთი რასაც ვისურვებდი არის ის რომ უფრო და უფრო მეტმა ბრიტანულმა კომპანიამ ისაუბროს საქართველოში თავიანთი ბიზნეს საქმიანობის წარმატების ისტორიების შესახებ და პირიქით, ქართული კომპანიების მხრიდანაც გაჟღერდეს ამგვარი წარმატების ისტორიები საქართველოში.
- ზოგადად სხვადასხვა ქვეყნების ელჩების მოსაზრებები საქართველოს შესახებ , კერძოდ კი ეკონომიკურ ჭრილში ყოველთვის ძალიან საინტერესოა. არის თუ არა თქვენი მოსაზრებით საქართველო მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციების განსახორციელებლად და ზოგადადაც, რამდენად საინტერესო ქვეყანა ვართ თქვენი შეფასებით ?
- მე ნამდვილად ვფიქრობ რომ საქართველო მომხიბლავი ქვეყანაა. ის ძალიან დინამიურია. მიმდინარე კვირაში მე მქონდა შანსი პირადად მიმელოცა ვიცე-პრემიერისთვის, ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილისთვის მსოფლიოს ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგების შედეგები, სადაც საქართველომ მთელი 7 ადგილით გაიუმჯობესა მდგომარეობა და მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. სხვათაშორის თუ უხერხული არ იქნება ჩემი მხრიდან აღვნიშნავ რომ ამ სიაში საქართველომ გერმანიასაც კი გადაასწრო. სწორედ ეს მაძლევს საფუძველს ვიფიქრო რომ საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით მართლაც ბევრი საშუალება ჩნდება და საქმეც კეთდება. მე დარწმუნებული ვარ რომ დაინტერესების დონე მხოლოდ და მხოლოდ მოიმატებს ამ თავლსაზრისით თუნდაც დიდი ბრიტანეთის მხრიდან. თუ თქვენ უფრო ზოგადად მეკითხებით არის თუ არა საქართველო საინტერესო ქვეყანა , გეტყვით რომ აუცილებლად და უპირობოდ. !! ეს არის ლამაზი, ისტორიული და სტუმართმოყვარე ქვეყანა. ძალიან ცუდია რომ თუნდაც დიდ ბრიტანეთში საქართველოს ცნობადობა მაინც დაბალია და რასაკვრიველია მე ამ საკითხის გამოსწორებაში ჩემს პასუხისმგებლობასაც ვაცნობიერებ.
- მე მემსის რომ თქვენ საქართველოში სულ რაღაც 2 თვეა რაც იმყოფებით, თუმცა მაინც გთხოვთ რომ შეაფასოთ სქართველოს როგორც საშიანაო, ისე საგარეო პოლიტიკა...
- რთული შეკითხვაა ნამდვილად. იცით, მართალი ხართ, მე საქართველოში სულ რაღაც 2 თვეა ვიმყოფები მაგრამ ეს საკმაოდ დატვირთული და საინტერესო ორი თვე იყო, რადგან წინასაარჩევნო და პოსტ საარჩევნო პერიოდს დაემთხვა. მე ფაქტობრივად პირისპირ მომიწია შეჯახება ქართულ პოლიტიკასთან. უნდა გამოგიტყდეთ: ის რაც ქართველებს აწუხებთ და რასაც ისინი არჩევნების შედეგად ელიან , ძალიან ემთხვევა იმას რაც ბრიტანელებს აწუხებთ. დასაქმება, განათლება, ხელფასები, პენსია - პრობლემატური სფეროები ფაქტობრივად იდენტურია, შესაბამისად ჩემთვის გასაკვირი და უჩვეულო არაფერია. მე ნათლად ვხედავდი რომ სხვადასხვა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკიტხებზე საქართველოში დემოკრატიული დებატები მიმდინარეობდა. ეს რაც შეეხება საქართველოს საშიანო პოლიტიკას. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით საქართველოს საკმაოდ პოზიტიული პროფილი აქვს მსოფლიოში. ის წარმოდგენილია როგორც ძველი ევროპული ქვეყანა , უძველესი კულტურით და ტოლერანტული საზოგადოებით . მე საქართველოს ინტელექტუალურ ცენტრსაც ვუწოდებდი. ზოგად ჭრილში თამამად შემიძლია გითხრათ რომ საქართველოზე შთაბეჭდილებები უდავოდ ძლაიან პოზიტიურია.
- თქვენ როგორც ელჩს ხშირი კონტაქტი გაქვთ ბრიტანელ ბიზნესმენებთან , რა პრობლემებზე საუბრობენ ისინი ბიზნესის კეთების კუთხით საქართველოში?
- მე მინდა ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე გავამახვილო ყურადღება. ის რაზეც ბრიტანელი და ქართველი ბიზნესის წამროამდგენლები მესაუბრებიან, ძირითადად მათი ბიზნესის მომავალ განვითარებას და მის ხელისშემშლელ ფაქტორებს ეხება. ზოგადად საქართველოში ბიზნეს გარემო და ეკონომიკური მმართველობა ბოლო 12-13 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაუმჯობესდა და დაიხვეწა, რასაც თავისთავად ბიზნეს წრეებშიც აღიარებენ. მაგრამ მოდით სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს პირდაპირ პრობლემატურ საკითხებზე გადავალ. ბიზნესს ყველაზე მეტად ორი რამ აწუხებს. პირველი ეს არის განათლება. თავისთავად იმისთვის რომ შენარჩუნდეს ეკონომიკური განვითარება , იმისთვის რომ საქართველოს მომავალი უფრო ნათელი და პროგრესული იყოს აუცილებელია რომ განათლების სექტორი იყოს მყარი და ძლიერი. გამოწვევები ამ სექტორში ბრიტანეთსაც ბევრი ჰქონდა და ევროპის სხვა ქვეყნებსაც. ბიზნეს-ბენეფიტების მისაღებად აუცილებელია ძლიერი სამუშაო ძალა, მრავალფეროვანი უნარების ბაზა და მცოდნე, კვალიფიციური კადრები - ეს ყველაფერი განათლებაზეა დაფუძნებული. რადგან განათლებაზე დავიწყე საუბარი აქვე მინდა ვახსენო „ჩივნინგის“ პროგრამა.საქართველოში სულ რაღაც 1 კვირის ჩამოსული ვიყავი როცა აქ, საელჩოში ჩივნინგის პროგრამის 17 ბრწყინვალე მონაწილეს ვუმასპინძლეთ, რომლებიც ჩვენი საელჩოს დახმარებით დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებიან 1 წლით მაგისტრის ხარისხსი მისაღებად . ეს პროგრამა უდავოდ არის ბრიტანეთსა და საქართველოს შორის სამომავლო ურთიერთობებში ჩადებული ინვესტიცია . სხვთაშორის აუცილებლად უნდა აღვნიშნო საქართველოს ბანკის დიდი წვლილი ჩივნინგის პროგრამის განხორციელებაში. ჩვენ ამ პროგრამას საზოგადოებას ყოველწლიურად ვთავაზობთ , ახლა აპლიკაციის წარდგენის ვადა 8 ნოემბერს იწურება, ასე რომ თუ ვინმე ხართ მსურველი , გთხოვთ აუცილებლად დაგვიკავშირდით საელჩოში. ახლა მოდით ისევ დავუბრუნდეთ იმას, თუ რა აწუხებს ბიზნესს: რაც შეეხება მეორე პრობლემატურ საკითხს , ეს არის სამართლებრივი გარემო. საქართველოში ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა , განსაკუთრებით დაიხვეწა და განვითარდა ბოლო წლებში სასამართლო სექტორი. ეს სექტორი ხომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე ბიზნეს სექტორისთვისაც. ამ უკანასკნელს ჯანსაღი სამართლებრივი გარემო ხომ რწმენას მატებს და ფაქტობრივად ზურგს უმაგრებს. ისინი მშვიდად არიან როდესაც მათი კომერციული უფლებები და ზოგადად ინვესტიციები დაცულია.
- ბ-ნო ელჩო,რასაკვირველია მინდა გკითხოთ ბრექსითისა და მისი შედეგების შესახებ კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით. საქართველო იმიტომ ვახსენე რომ გაჟღერდა მოსაზრება , რომ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება გარკვეულ კვალს დატოვებს საქართველოს ეკონომიკაზეც. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
- საინტერესო შეკითხვაა. იცით, სიღრმისეული შეფასების გაკეთება რასაკვირველია გამიჭირდება, თუმცა მაინც გეტყვით რომ ალბათ დიდი ბრიტანეთი უფრო მეტად დაუკავშირდება საქართველოს, ვიდრე ის აქამდე იყო. მოდით ახლა უფრო კონკრეტულად აგიხსნით რასაც ვგულისხმობ. ჩვენ ბრექსითით ევროკავშირს ვტოვებთ და არა ევროპას. ასევე არ ვტოვებთ დიდ შვიდეულს, დიდ ოცეულს, ნატოს და კიდევ სხვა არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას. დიდი ბრიტანეთი უწინდებურად შეინარჩუნებს უმსხვილესი საერთაშორისო მოთამაშის როლს, კერძოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან მიმართებით, ერთერთი როგორიცაა საქართველო. ასე რომ მე ვერ ვხედავ ვერც ბრიტანული აქტივობების შემცირების საფრთხეს, ისევე როგორც ბრიტანული ბიზნეს სექტორის ატივობების შემცირების საფრთხეს საქართველოში, უფორ მეტიც - ვფიქრობ რომ ყველაფერი პირიქტით, უკეთესობისკენ შეიცვლება და თქვენ გაცილებით მეტ ჩართულობას ნახავთ დიდი ბრიტანეთის მხრიდან.

























