მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი ღვინის რეალიზაციისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო“

62a89ba14574f
მარიამ იზორია
18.06.22 21:55
1302
„ჩვენ ვაწარმოებთ პროდუქციას, რომელიც საკმაოდ კონკურენტუნარიანია, მაგრამ მათი რეალიზაციისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო“, - ამის შესახებ bm.ge-სთან „თელავის ძველი მარანის“ დამფუძნებელმა განაცხადა.

არჩილ უთიაშვილის მაღალი ხარისხის ქართული ღვინის რეალიზაციისთვის საჭირო პირობებზე საუბრობს და განმარტავს, რომ ქართულ ღვინოს უპირველესად ცნობადობის გაზრდის მიზნით, რეკლამირება სჭირდება. ამასთან, აუცილებელია ქართველ მეწარმეებს, განსაკუთრებით კი მცირე მარნების ღვინოებს, საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ, რადგან გამოფენებზე მწარმოებლები საექსპორტოდ საჭირო კონტაქტებს ამყარებენ.

„უპირველესად ქართულ ღვინოს ხელშეწყობა ცნობადობის გაზრდის კუთხით სჭირდება. საჭიროა რეკლამა. მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობაც, სადაც საექსპორტო კონტაქტები მყარდება. მცირე მარნებს ასეთ აქტივობებში ჩართვა გვიჭირს, რადგან ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. რეალურად, ჩვენ ვაწარმოებთ პროდუქციას, რომელიც საკმაოდ კონკურენტუნარიანია, მაგრამ მათი რეალიზაციისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო. ღვინის ეროვნული სააგენტო მუდმივად ცდილობს ჩვენს დახმარებას, თუმცა ქართული ღვინის უცხოურ ბაზრებზე წარმოსაჩენად ბევრი რამეა გასაკეთებელი“, - ამბობს არჩილ უთიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ „თელავის ძველი მარანის“ ღვინოები ამ დროისთვის 7 ქვეყანაში იყიდება. საექსპორტო ბაზრებს შორის იაპონია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა, ბულგარეთი და ისრაელია.

ცნობისთვის: „თელავის ძველი მარანის“ ღვინოები საქართველოს ბაზარზე 2013 წლიდან იყიდება. მეღვინეობა თელავში 2.5 ჰექტარ ვენახს ფლობს. კომპანიის წლიური წარმადობა 7 000 ბოთლი ღვინოა. აღსანიშნი,ა რომ მცირე წარმოება ახალი ბაზრების მოძიებაზეც მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები