მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საექსპორტო გადასახადის შემოღებამ შესაძლოა, რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია გააძვიროს

თელასი

რუსეთში  საექსპორტო გადასახადის შემოღებამ შესაძლოა რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია გააძვიროს.

ე.წ „მოქნილი საექსპორტო გადასახადის“ ამოქმედება პირდაპირ გავლენას იქონიებს „ინტერ რაოს“ საქმიანობაზე, განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ალექსანდრა პანინამ  მედიას.

„ელექტროენერგია არ მოხვდა გამონაკლისში, ჩვენ უკვე ვითვლით შესაძლო გავლენას“, - ამბობს პანინა და აღნიშნავს, რომ კარგია ის, რომ განაკვეთი არ გავრცელდება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე.

"საექსპორტო განაკვეთი არ გავრცელდება  ევრაზიული კავშირის ქვეყნებზე. ამჟამად, ელექტროენერგიის ექსპორტის ყველაზე ძირითადი ნაწილი მიდის სწორედ ამ ქვეყნებში, ყველაზე მსხვილი შემსყიდველია ყაზახეთი. ყველაზე დიდი მატერიალური კითხვები კი, ჩინეთისა და მონღოლეთში ექსპორტზეა“, - განმარტავს პანინა.

მისი თქმით, ამჟამად არ ხორციელდება ექსპორტი საქართველოსა და თურქეთში, თუმცა ზამთრის თვეებში ამ მიმართულებითაც განიხილება ელექტროენერგიის გადაცემა. 

„საჭიროა გადათვლა, შედეგების შეფასება. შესაძლოა, გადასახადის შემოღებას ჰქონდეს გარკვეული გავლენა“ , - ამბობს „ინტერ რაოს“ წარმომადგენელი. 
 
1 ოქტომბრიდან რუსეთში საქონლის ფართო ჩამონათვალზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი ამოქმედდება, რომელიც რუბლის კურსზე იქნება მიბმული. შესაბამისი განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება დროებითი ხასიათისაა და ადგილობრივი ბაზრის დაცვისკენაა მიმართული. საექსპორტო გადასახადი ღირებულების 4-დან 7%-მდე იქნება ეროვნული ვალუტიდან გამომდინარე. თუ რუბლის ღირებულება დოლართან მიმართებით 80 რუბლი და ნაკლები იქნება, მაშინ გადასახადი ნულოვანი იქნება. სასუქების შემთხვევაში საექსპორტო გადასახადი 10%-მდე იქნება რუბლის კურსიდან გამომდინარე“  - განმარტავენ რუსეთის მთავრობაში.

აღსანიშნავია, რომ „ინტერ რაო“ „თელასის“ მაჟორიტარი აქციონერია. გასულ წელს საქართველომ რუსეთიდან 1.2 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, საიდანაც ნაწილის მიწოდება აფხაზეთისთვის მოხდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები