მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საექთნო სფერო რეგულირებადი გახდება - რა იცვლება ჯანდაცვის სექტორისთვის?

მიმდინარე კვირაში საქართველოს მთავრობას წარედგინა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც, საექთნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ექთნებისა და მეანი ექთნების განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საექთნო პერსონალის დეფიციტის დაძლევის, საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის გაუმჯობესება.

საექთნო საქმიანობის რეგულირება, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის, შესაბამისი სარეგისტრაციო/სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. გამოცდის ჩაბარება დაინტერესებული პირის მიერ პროფესიული კოლეჯის დამთავრების შემდეგ მოხდება და შედეგად პირს სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის წოდება მიენიჭება, ხოლო ბაკალავრიატის დამთავრების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარებისას მიენიჭება რეგისტრირებული ექთნის წოდება. გარდა ამისა, საექთნო საქმიანობა დაექვემდებარება პროფესიულ პასუხისმგებლობას. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით დადგინდება ექთნებისა და მეანი ექთნების კომპეტენციები, მათი კლინიკური პრაქტიკის შინაარსისა და მოცულობის გათვალისწინებით.

კიდევ ერთი ცვლილება - ფართოვდება სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა. ექიმებისა და ექთნების შემდეგ უკვე 1-ლი იანვრიდან დარიცხული ხელფასი უმცროსი ექიმისთვის თვეში არანაკლებ 950 ლარი უნდა იყოს, ექთნის თანაშემწის ანაზღაურება არანაკლებ 572 ლარი, ბებიაქალის 844 ლარი, ხოლო სანიტრის მინიმალური ანაზღაურება არანაკლებ 576 ლარი გახდება. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. რა რეალური შედეგები ექნება აღნიშნულ ცვლილებებს ჯანდაცვის სექტორისთვის?

სტუმარი: მარინა დარახველიძე - საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დეკანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები