საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზა გამწვანდება
საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის განაპირა ზოლების გამწვანება იგეგმება. ქალაქის მერიამ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერი გამოაცხადა, რაშიც 123 ათასი ლარი დაიხარჯება. პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს ჯორჯ ბუში ქუჩის, კახეთის გზატკეცილის, მონუმენტის ,,ადამიანი და მზე” გარშემო არსებული ტერიტორია, ასევე კახეთის გზატკეცილიდან უშუალოდ აეროპორტთან მიმავალი გზის მონაკვეთიც. გამარჯვებულმა კომპანიამ განაპირა ზოლების მოწყობისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს.