საერთაშორისო ავიაკომპანიებმა ერ-რიადის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ საუდის არაბეთის მიმართულებით ავიარეისები შეაჩერეს.
Reuters-ის ცნობით, Lufthansa Group-მა ერ-რიადის მიმართულებით ფრენები 16 ოქტომბრამდე შეაჩერა, Air France-KLM-მა კი საუდის არაბეთის დედაქალაქში რეისები თვის ბოლომდე გააუქმა.
ფრენების განრიგი რეგიონულმა და აზიურმა კომპანიებმაც შეცვალეს. Flydubai-მ და Air India Express-მა რეისები 14 ოქტომბრამდე შეწყვიტეს, Air India-მ და Gulf Air-მა კი შეზღუდვები 15 და 17 ოქტომბრამდე დააწესეს.
SriLankan Airlines-მა ერ-რიადის მიმართულებით ავიამიმოსვლა 18 ოქტომბრამდე შეაჩერა, პარალელურად კი Qatar Airways-მა და Kuwait Airways-მა რეისები სრულად გააუქმეს. რეგიონში შექმნილი ვითარების გამო ატლანტა-ერ-რიადის ახალი მარშრუტის ამოქმედება 2027 წლის მარტამდე გადადო ამერიკულმა Delta Air Lines-მა.
შეგახსენებთ, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც იემენელმა ჰუსიტებმა სამეფოს მთავარ აეროპორტზე იერიში მიიტანეს და 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. დაშავდა 300-ზე მეტი მგზავრი. შექმნილი ვითარების გამო ქვეყნის ხელისუფლებამ მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დახურა კიდეც.
























