მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასი იზრდება - გავლენა საქართველოზე

ქართულ ბაზარზე საწვავის ფასის ზრდას ელოდებიან, მიზეზი საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე მიმდინარე ფასების აღმასვლაა. გასული კვირის განმავლობაში ფასი დღიურად 2-%იდან 3%-მდე იზრდებოდა, წლის დასაწყისიდან დღემდე კი ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი 22%-იან ზრდას აჩვენებს. მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთის ომის გარშემო განვითარებული მოვლენებია. წამყვანი საინვესტიციო ბანკების პროგნოზით 2024 წლის ბოლოსთვის, ნავთობის ფასი, სავარაუდოდ, 80-85 დოლარის ფარგლებში იქნება, თუმცა, ეს პროგნოზი ზოგიერთი ბანკის შემთხვევაში 103 დოლარამდეც აღწევს.

სტუმარი: რატი კალანდარიშვილი - „თიბისი კაპიტალის“ ასოცირებული მკვლევარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები