მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი "ციტრუსის ექსპორტი 2017" გაიხსნა

59cf82654b9f0
BM.GE
30.09.17 15:38
1253
დღეს ბათუმში, ციტრუსის II-ე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი "ციტრუსის ექსპორტი 2017" გაიხსნა. სასტუმრო "შერატონში" გამართული ბიზნეს ფორუმის მიზანი ადგილობრივი ციტრუსის პოპულარიზაცია და ახალ სარეალიზაციო ბაზრებზე წვდომაა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა - ავთანდილ მესხიძემ. აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრი ფორუმის მონაწილეების წინაშე გასული ციტრუსის სეზონის ანალიზითა და მომავალი გეგმებით წარსდგა. ფორუმის მსვლელობისას პრეზენტაციები გამართეს აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ციტრუსით დაინტერესებული მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებმა.

საერთაშორისო ფორუმში მეციტრუსეობის დარგის 9 ქვეყნის 27 კომპანიის 34 წარმომადგენელი მონაწილეობდა. იმპორტიორებმა ბელარუსიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვადან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან და ტაჯიკეთიდან დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ- გადამამუშავებელი საწარმოები და ადგილზე გაეცნენ ციტრუსის საექსპორტო სამზადისის ტექნოლოგიურ პროცესებს.

„ციტრუსის ფორუმი 2017“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები