მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო ბრენდის Saloni-ს 178-ე ფილიალი საქართველოში იხსნება

saloni
05.09.25 11:25
970

Saloni – ავეჯის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც 70-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და უკვე 177 ფილიალს აერთიანებს - ქართულ ბაზარზე ოპერირებას ოფიციალურად იწყებს. ბათუმში გახსნილი შოურუმი ბრენდის პირველი წარმომადგენლობაა საქართველოში. დეკემბრიდან კი ფილიალი დედაქალაქშიც გაიხსნება.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ბათუმის ფილიალში ინვესტირებულია 1 მილიონი ლარი, დაახლოებით ამდენივე თანხის ინვესტირება იგეგმება თბილისის შოურუმშიც.

“ბათუმი სწრაფად განვითარებადი ქალაქია და შესაბამისად, მზარდია ავეჯზე მოთხოვნაც. ამ ქალაქს კარგად ვიცნობთ და ჩავთვალეთ, რომ შოურუმის აქ მოწყობით ადამიანებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმარებოდით. ამიტომ ამ ქალაქით დავიწყეთ”, - აცხადებს Saloni-ს დირექტორი საქართველოში, რატი ფუტკარაძე.

Saloni თურქეთში დაფუძნებული კომპანიაა და უკვე 25 წელია ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, აშშ-ში, კანადასა და სხვა წამყვან ქვეყანაში. კომპანიის შემოსავლების 70% მოდის საექსპორტო ბაზრებიდან: ხოლო 30% ადგილობრივია.

ბრენდს ქართველი დამფუძნებელი ჰყავს - საქართველოს მოქალაქე ჰალუქ ოზბექი (ფუტკარაძე). მას ყოველთვის ჰქონდა სურვილი, თავისი ბრენდი შემოეყვანა საქართველოში და გაეკეთებინა ანალოგიური ავეჯის საწარმო.

ბათუმის შოურუმში ქართული ტრადიციული ელემენტები ორგანულად არის ინტეგრირებული თანამედროვე დიზაინთან, რაც ადგილობრივ მომხმარებელზე მორგებულ უნიკალურ კონცეფციას ქმნის.

“მთავარ ყურადღებას იპყრობს ტრენდული და ხარისხიანი ავეჯი, ასევე წარმოდგენილია მრავალფეროვანი კატალოგები ქსოვილისა და სხვადასხვა მასალის, სადაც შესაძლებელია სასურველი ფერებისა და ფაქტურის შერჩევა. შოურუმში ასევე, წარმოდგენილია რეალური დიზაინ კუთხეები; აპარტამენტის სრული მაკეტი, სამზარეულო განიტურები და სხვა უამრავი საინტერესოდ განხორციელებული იდეები”, - აცხადებენ Saloni-ში, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, თანამედროვე დიზაინით და პრაქტიკულობით.

ბრენდის გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ მათი ძლიერი მხარე საკუთარი დიზაინ სტუდიოა. კომპანია თურქეთში ფლობს 60 000 კვ.მ ფართობის ავეჯისა და რკინის კონსტრუქციების ჯამში 7 ქარხანას, რომლებიც უახლესი დანადგარებით და ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. სხვათა შორის, ავეჯის საწარმოს გახსნას Saloni საქართველოშიც გეგმავს.

Saloni-ს მომხმარებელთა ფართო აუდიტორია ჰყავს, მათ შორის საცხოვრებელი ბინების, ვილების, სასტუმროების, აპარტამენტებისა და კომერციული ობიექტების მფლობელები. რაც შეეხება საფასო კატეგორიას, გამომდინარე იქიდან, რომ ბრენდისთვის მთავარია ხარისხი და მათი პროდუქციაც პრემიუმ ხარისხისაა, ის საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი.

“წარმოებაში გამოყენებულია ეკომეგობრული მასალები. თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მკაცრი ხარისხის კონტროლი. ესაა ძირითადი რამ, რაც Saloni-ს აქცევს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე საიმედო, ცნობილ და მოთხოვნად ბრენდად”, - განუცხადა bm.ge-ს რატი ფუტკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები