საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო მსოფლიოში ნავთობის ფასის მატებას პროგნოზირებს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, ფასების მატება წლის ბოლომდე გაგრძელდება, სანავთობო ბაზარზე ბალანსი კი 2017 წლიდან აღდგება.
2014 წლიდან დღემდე, ნავთობის ფასი ბარელზე 115 დოლარიდან 35 დოლარამდე შემცირდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად კი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 51 დოლარი გახდა, რაც ბოლო შვიდი თვის მაქსიმუმია.

























