მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი შეამცირა

5bc480e5b9922
BM.GE
15.10.18 15:57
579
საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ შეამცირა 2018-2019 წლებში ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი 110 ათასი ბარელით/დღე-ღამეში სავაჭრო ომებისა და ნავთობზე მაღალი ფასის გამო. ნათქვამია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.


"ჩვენი აზრით, ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები საფრთხეს უქმნის ეკონომიკურ ზრდას. ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის მაღალი ფასები თან სდევს ნაციონალური ვალუტის დევალვაციას დოლართან მიმართებაში.", - წერენ სააგენტოს ექსპერტები ანგარიშში.


ამასთან დაკავშირებით სააგენტო ვარაუდობს, რომ 2018 და 2019 წლებში ნავთობზე მოთხოვნილების ზრდა იქნება 110 ათასი ბარელით/დღე-ღამეში წინა შეფასებასთან შედარებით. შედეგად, ზრდა შედაგენს მხოლოდ 1,3 მლნ და 1,4 მლნ ბარელს/დღე-ღამეში შესაბამისად.


ამასთან, სააგენტოს ექსპერტთა აზრით, ოპეკში "არაშემავალი" ქვეყნებისგან მიწოდების ზრდა 2018 და 2019 წლებში შეადგენს 2,2 მლნ და 1,8 მლნ ბარელს დღე-ღამეში შესაბამისად.

OILNEWS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები