ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებზე ბენზინის ფასი შემცირებულია და ლარის გაუფასურების მიუხედავად, საწვავის ღირებულება არ მოიმატებს, თუმცა რაც შეეხება მის გაიაფებას, ეს გადაწყვეტილება კონკრეტულად კომპანიების მისაღებია.
"ჩვენდა საბედნიეროდ, საერთაშორისო ფასები ბენზინზე გაიაფებულია და ტრენდი ქვემოთ მოდის. შეგვიძლია დადასტურებით ვთქვათ, რომ ბენზინის ფასი ლარის გაუფასურების მიუხედავად არ გაიზრდება, თუმცა რაც შეეხება გაიაფებას, ეს გადაწყვეტილება კონკრეტულად კომპანიების მისაღებია", - ამბობს მთვრალაშვილი.
ამჟამად Oilnews-ის ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად პრემიუმისა და ევრო-რეგულარის ტიპის საწვავის ყიდვა "ლუკოილშია" შესაძლებელი და მისი ფასი შესაბამისად 2.61 და 2.51 ლარია.

























