საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში 2027 წლის 17-18 აპრილს მეორედ გაიმართება. ფესტივალი ხელოვნებას, დიზაინსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს და მიზნად ისახავს აკადემიური კვლევებისა და სამეცნიერო ცოდნის საზოგადოებისთვის გაზიარებას. 23 ნოემბერს რუმს თბილისში რიგით მეორე ფესტივალი ოფიციალურად დაანონსდა. დღეს ვისაუბრებთ ფესტივალის კონცეფციაზე, 2027 წლის პროგრამაზე და საერთაშორისო მასშტაბზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ეს პლატფორმა საქართველოს კულტურულ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას სთავაზობს.
სტუმრები: სანდრო ასათიანი - ჯეოლაბის თანადამფუძნებელი, Aჯგუფის ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციისა და ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კარლ შტოკერი - ისტორიკოსი, მკვლევარი






























