მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ფესტივალი ZEG წელსაც გაიმართება - ვინ იქნებიან სპიკერები?

ზეგ

ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება. სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები 3 დღის განმავლობაში შთამაგონებელ და უნიკალურ ამბებს გაგვიზიარებენ. ფესტივალი, რომელიც მოიცავს დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, შემეცნებით ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს, თბილისშ ი21-23 ივნისს ჩატარდება. ფესტივალის დეტალებზე „ქალების ნარატივში“ Impact HUB Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა, ქეთევან ებანოიძემ ისაუბრა.

„იმ ადამიანებს, ვინც აქ სასაუბროდ ჩამოდის, აქვთ ძალიან დიდი კომპეტენცია პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კონფლიქტებში და მის გაშუქებაში, პროპაგანდაში, რომელიც რუსეთიდან მოდის და წალეკილი აქვს მთელი მსოფლიო. ეს იქნება ის თემები, რომლებზეც წელს კიდევ უფრო მეტს ვისაუბრებთ.“ - აღნიშნა ქეთევან ებანოიძემ და დასძინა, რომ ZEG-ზე მომხსენებელთა სია იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ ინსპირაციას ნებისმიერი ადამიანი მიიღებს.

წელს ფესტივალში მონაწილეობას იღებს 100-ზე მეტი უცხოელი და ადგილობრივი მომხსენებელი, მათ შორის არიან: მარია რესა, ნობელიის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში; გარი შტეინგარტი, The New York Times-ის ბესტსელერის ავტორი; ბაო ნგუენი, ემიზე ნომინირებული კინორეჟისორი, რომლის სახელსაც უკავშირდება დოკუმენტური ფილმები Bruce Lee-სა და მსოფლიოში ცნობილი ჰიტის We Are the World-ის შესახებ; დევიდ ბელთი, მეწარმე, ურბანული დეველოპერი, 2019 წელს დასახელდა 50 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის ნიუ-იორკში, ტექმიმართულებით; მოლი კრაბაპლი, არტისტი, რომლის ანიმირებული ფილმები Emmy-ზე სამჯერ იყო ნომინირებული; ჯო საბია, Vogue-ის საკულტო „73 Questions“ შემქმნელი; ვოლოდიმირ ერმოლენკო, უკრაინელი ფილოსოფოსი და ჟურნალისტი, UkraineWorld.org-ის მთავარი რედაქტორი; ადამ პინკუსი, კინოპროდიუსერი და კრეატიული ხელმძღვანელი, Emmy-ს, Webby-ს, და Cannes Lion-ის ჯილდოების მფლობელი; და მრავალი სხვა წამყვანი პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

წელს ZEG-ზე დიდი ყურადღება დაეთმობა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალის სცენა ყოველწლიურად ეთმობა მედიის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, კინოს, ტექნოლოგიებისა და სხვა ინდუსტრიების პროფესიონალებს, რომლებსაც ჩვენამდე მოაქვთ მსოფლიოსა, თუ პირად საქმიანობაში მომხდარი გამორჩეული, საინტერესო ამბები.

ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები არიან Impact Hub Tbilisi და Coda Story.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები