მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო გადაზიდვის ტარიფები 5%-ით გაიზარდა, ზოგ შემთხვევაში ამანათების ტრანსპორტირება გაძვირდება - UPS

იუპიესი

საფოსტო-საკურიერო კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ საერთაშორისო გადაზიდვის ტარიფები გაიზარდა, რასაც რიგ შემთხვევაში გავლენა ქართველ მომხმარებელზეც ექნება.

UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი გიორგი ქოპილაშვილი BMG-სთან ამბობს, რომ გლობალურად ინფლაციური პროცესების გათვალისწინებით, საერთაშორისო კომპანიის მიერ ამანათების ტრანსპორტირებაზე ტარიფი დაახლოებით 5%-ით გაიზარდა.

“ჩვენ UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორები ვართ და რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვის ტარიფებს, ის მთლიანად დამოკიდებულია UPS-ზე, მისი ცვლილება, ზრდა ან შემცირება. მთელი წლის განმავლობაში ინფლაციური პოლიტიკისა და არსებული ეკონომიკური სიტუაციებიდან გამომდინარე, ხდება სიტუაციის შესწავლა, წლის ბოლოსკენ კი უკვე ცნობილია, განხორციელდება თუ არა ტარიფების ცვლილება მომდევნო წლიდან. ტარიფები შეიძლება დარჩეს იგივე, ან განხორციელდეს მცირედი ზრდა.

ამ წელს საერთაშორისო გადაზიდვის ტარიფები მცირედით გაიზარდა. საუბარია დაახლოებით 5%-იან ზრდაზე გარკვეულ მიმართულებებსა და გზავნილების ტიპებზე. თუმცა ჩვენს მომხმარებლებთან ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს, შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ აისახება, ზოგ შემთხვევაში კი ტარიფი შეიძლება გაიზარდოს 3-4 დოლარით.

ტარიფის ზრდის მიზეზი ინფლაციური მდგომარეობაა. ჩვენი გადაზიდვები დამოკიდებულია საჰაერო ტრანსპორტირებაზე, სადაც უმნიშვნელოვანეს როლს საწვავის ხარჯი თამაშობს. სწორედ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით იღებს UPS გადაწყვეტილებას”, - განაცხადა გიორგი ქოპილაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები