მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო გამოფენა Wine Vision by Open Balkan 2026-ზე ქართული ღვინის 16 კომპანია მონაწილეობდა

ბელგრადი

სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ ღვინის, საკვების, ალკოჰოლური სასმელებისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში „Wine Vision by Open Balkan 2026“ ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენაზე მეღვინეები ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით წარდგნენ.

სააგენტოში განმარტავენ, რომ აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მასში მონაწილეობა ხელს უწყობს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებას, საექსპორტო ბაზრების გაფართოებასა და ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებას.

გამოფენა ბელგრადში ყოველწლიურად იმართება და ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა. მასში ტრადიციულად მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 500-მდე მწარმოებელი იყრის თავს. ის არის უნიკალური სივრცე ღვინის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, დისტრიბუტორებისთვის და იმპორტიორებისთვის ახალი პარტნიორული კავშირების დასამყარებლად.

გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე დაესწრო.

ქართველმა მწარმოებლებმა გამოფენაში „Wine Vision by Open Balkan 2026“ მონაწილეობის მისაღებად მხარდაჭერა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს, რომელიც დიპლომატიურ წარმომადგენლობას ასევე ახორციელებს სერბეთის რესპუბლიკაში.

ღვინი ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და მისი საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, რაც ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები