მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა ოქროს მედლები მოიპოვეს

5747ece2f2468
BM.GE
27.05.16 10:42
1693
ჰონგ-კონგში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა "VinExpo 2016" გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობდა.
 
გამოფენის გახსნის დღეს, ქართულ ღვინის მწარმოებელ კომპანიას - "მეღვინეობა ხარება" ბორდოში ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინის საერთაშორისო კონკურსში - Les Citadelles Du Vin 2016 გამარჯვებისთვის გადაეცა შემდეგი ჯილდოები: "ქინძმარაული 2014" (ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო) ოქროს მედალთან ერთად, შეჯიბრების სპეციალური პრიზით - ოქროს თასით (THE GOLD TROPHY) დაჯილდოვდა. ასევე ოქროს მედალი ღვინომ "მწვანე 2015" (მშრალი თეთრი ღვინო) მიიღო.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: "დუგლაძეების ღვინის კომპანია", "შალვინო“, "GWS", "თბილღვინო", "ბესინი", "შატო მუხრანი", "წერეთლის მარანი", "კორპორაცია ქინძმარაული", "G Vino", "KTW", "მარნისკარი", "კახური ღვინის მარანი" და "ხარება".

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გამართეს ღვინის იმპორტიორებთან და კონსულტანტებთან, სადაც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

გამოფენა VinExpo ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანელ მოვლენად და მსოფლიო კლასის გამოფენაა, სადაც თავს იყრიან ათეულ ათასობით ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ბლოგერები, მწერლები, ჟურნალისტები და მოყვარულები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს მოიძიონ ახალი იმპორტიორები და გააფართოვონ სარეალიზაციო ბაზრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები