მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Rhenus-ი საქართველოში ახალ ოფისს ხსნის

rhenus

საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Rhenus-ი საქართველოში ახალ ოფისს ხსნის - ამის შესახებ თავად კომპანია იტყობინება.

როგორც კომპანიის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გერმანიაში დაფუძნებული გლობალური ლოგისტიკური სერვისების პროვაიდერი, Rhenus Group-ი, აგრძელებს თავისი პოზიციების გაძლიერებას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ და თბილისში ახალ ოფისს ხსნის. ამ ნაბიჯით Rhenus-ი უკვე წარმოდგენილია ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ყველა ძირითად ბაზარზე - თურქეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და უზბეკეთში - რითაც სრულ ოპერაციულ წარმომადგენლობას აღწევს ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მზარდ სავაჭრო მარშრუტზე.

"ეს გაფართოება Rhenus Group-ის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ტრანსკასპიური დერეფანი, რომელიც ოდესღაც პერიფერიულ მარშრუტად მიიჩნეოდა, სულ უფრო მეტად ვითარდება ევრაზიული ვაჭრობის სტრატეგიულ არტერიად, რადგან კომპანიები ევროპასა და აზიას შორის ტრადიციული მარშრუტების საიმედო ალტერნატივებს ეძებენ. დერეფნის გასწვრივ სრული წარმომადგენლობის პირობებში, Rhenus-ი მომხმარებლებს ინტეგრირებულ სატრანსპორტო გადაწყვეტილებებს სთავაზობს, რომლებიც ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას მოიცავს.

თბილისის ოფისი Rhenus Group-ის საქართველოში საქმიანობის ოპერაციულ ბაზას წარმოადგენს და კომპანიის გლობალური ლოგისტიკური ექსპერტიზა უშუალოდ ადგილობრივ ბაზარზე შემოაქვს. ახალი წარმომადგენლობა ფოკუსირებულია ყოვლისმომცველ საექსპედიტორო და ინტეგრირებულ სატრანსპორტო გადაწყვეტილებებზე, მათ შორის საერთაშორისო საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტვირთების გადაზიდვაზე, მულტიმოდალურ და ინტერმოდალურ სატრანსპორტო სერვისებზე, საბაჟო-საბროკერო მომსახურებაზე, ტვირთების კონსოლიდაციაზე, მარშრუტის ოპტიმიზაციასა და მიწოდების ჯაჭვის სრულ (end-to-end) კოორდინაციაზე", - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Rhenus-ში აცხადებენ, რომ ინტერმოდალურ გადაზიდვებში დიდი გამოცდილების წყალობით, კომპანია აკავშირებს სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო სერვისებს უწყვეტ ლოგისტიკურ ჯაჭვებში, რაც უზრუნველყოფს ტრანზიტის ეფექტურ დროსა და მაღალ საიმედოობას ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ. მომხმარებლები სარგებლობენ მათზე მორგებული ლოგისტიკური კონცეფციებით, ტვირთების მონიტორინგის გამჭვირვალე სისტემითა და დამატებითი ღირებულების მქონე სერვისებით, რომლებიც ევრაზიულ მიწოდების ჯაჭვებში მოქნილობისა და მედეგობის გასაზრდელადაა შექმნილი.

"ჩვენი სტრატეგიის შესაბამისად, ჩვენი მიზანია ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის მეშვეობით ევროპისა და აზიის საიმედო და მდგრადი დაკავშირება. ამ დერეფნის გასწვრივ მდებარე თითოეულ ქვეყანას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საერთო ლოგისტიკურ ჯაჭვში - თითოეული რგოლის გარეშე, ნამდვილი კავშირისა და მიწოდების ჯაჭვის მედეგობის მიღწევა შეუძლებელია. საქართველოში ჩვენი ფიზიკური წარმომადგენლობითა და ყოვლისმომცველი ლოგისტიკური სერვისებით, Rhenus Group-ი უკვე სრულად არის დამკვიდრებული მთელი ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, ევრაზიის მასშტაბით ინტეგრირებული და საიმედო სატრანსპორტო გადაწყვეტილებები შევთავაზოთ მომხმარებლებს", - განაცხადა Rhenus Group-ის მმართველთა საბჭოს წევრმა, ანდრეას შტოკლმა.

Rhenus-ის შესახებ

Rhenus Group-ი ლოგისტიკის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია გლობალური ბიზნესოპერაციებითა და 8.2 მილიარდი ევროს ოდენობის წლიური ბრუნვით. 41 000 თანამშრომელი მუშაობს 1 330 ლოკაციაზე 70-ზე მეტ ქვეყანაში და შეიმუშავებს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს მიწოდების სრული ჯაჭვის გასწვრივ. იქნება ეს ტრანსპორტირება, დასაწყობება, საბაჟო გაფორმება თუ დამატებითი ღირებულების მქონე სერვისები, საოჯახო ბიზნესი თავის ოპერაციებს სხვადასხვა ბიზნესერთეულში აერთიანებს, სადაც მთავარი ფოკუსი მუდმივად მომხმარებელთა საჭიროებებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები