რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი ამბობს, რომ საერთაშორისო მხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობა გრძელდება და არის მიმდინარე პროექტები, რომლებიც ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების განვითარებას ეხმარება. მან ამის შესახებ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
კახაბერ გულედანი საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მიიწვია.
კითხვაზე ბოლო დროს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფონზე, საერთაშორისო თანამშრომლობების შესახებ, მინისტრმა რამდენიმე მიმდინარე პროექტის მაგალითი მოიყვანა.
"GIZ-თან გვაქვს მიმდინარე მდგრადი ურბანული განვითარების პროექტი. დეკემბერში გვქონდა მოლაპარაკება და GIZ ამატებს 9.5 მილიონ ევროს. მდგრადი ურბანული განვითარება და მონაწილეობითი მმართველობა ურბანულ დონეზე. გვაქვს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტი, UNICEF - სოციალური პოლიტიკა და ბავშვის უფლებები, UNDP კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება, ასევე დამატებით ავსტრიის განვითარების სააგენტო და გაეროს განვითარების ფონდი აპირებენ მუნიციპალურ პროექტებში შემოსვლას და დაფინანსებას",- განაცხადა კახაბერ გულედანმა.




























