მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ონლაინ-შოპინგი - როგორია ბაზრის დინამიკა?

2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოში ამანათების შემოსვლის მაჩვენებელი გაიზარდა. ამას შემოსავლების სამსახურიდან სტატისტიკიდან ვიგებთ, რომელიც bm.ge-მ უწყებიდან გამოითხოვა. ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საფოსტო ამანათების რაოდენობა წლიურად 53.4%-ით გაიზარდა. წელს ამ პერიოდისთვის ქვეყანაში 7 591 853 ამანათი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის 9 თვეში შემოსული ამანათების რაოდენობა 4 918 231-ს შეადგენდა. ამავე პერიოდში TOP-5 ქვეყნის რეიტინგი, საიდანაც საფოსტო ამანათები შემოვიდა, ასეთია:

თურქეთიდან - 28,54%;

ჩინეთიდან - 23,54; აშშ-დან 16,81%;

საბერძნეთიდან - 7,88%;

იტალიიდან - 7%;

ანარჩენი ქვეყნებზე კი ჯამურად ამანათების 16,24% მოდის.

როგორ აისახება გამოწერები ცალკეულ კომპანიებზე?

სტუმარი: ქეთევან შანიძე - KiwiPost-ის საოპერაციო მენეჯერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები