მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით "ოცნება" პირველადი ჯანდაცვის რეფორმას იწყებს

სარჯველაძე

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით "ოცნება" პირველადი ჯანდაცვის რეფორმას იწყებს - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დაიგეგმა და განხორციელდება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის, რამდენიმე წლის განმავლობაში პირველადი ჯანდაცვის რეფორმა.

პირველადი ჯანდაცვის რგოლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. საკმაოდ ხშირად უსამართლოდ ყურადღების მიღმა დარჩენილი. თუმცა ყველა პროფესიონალის აზრია, რომ საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებასა და მიდგომებს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ის წარმოადგენს პრიორიტეტს.

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დაიგეგმა რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება: დაფინანსების მოდელების ცვლილება და შედეგებზე ორიენტირებული სისტემის დანერგვა, რომლითაც ყველა კონკრეტულ დაწესებულებას ექნება თავისი სამიზნე მაჩვენებლები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისეთი კომპონენტი, რაც შედეგზე ორიენტირებული დაფინანსებაა, რომ წარმატებული საქმიანობა გახდეს ინდიკატორებით შეფასებადი და ამის შემდეგ, კონკრეტულ დაწესებულებებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა გაეზარდოთ დაფინანსება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ძალიან ამბიციური გეგმაა, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ დაფინანსების ზრდას, არამედ მოქალაქეებისთვის უფასო გამოკვლევების სპექტრის დამატებას, რომელიც განსაზღვრულია. ეს შედეგად მოიტანს ადრეულ სტადიაზე დაავადებების გამოვლენა და პაციენტების უფრო სწორი დაკვალიანება", - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, გათვალისწინებულია, როგორც ანაზღაურების ზრდა დაწესებულებებისთვის, ექიმებისთვის, ექთნებისთვის, ასევე გათვალისწინებულია მოქალაქეებისთვის ახალი სერვისები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი ჯანდაცვის სტანდარტებსა და ხარისხს.

„მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება დანერგილი ეს ყველაფერი, მათ შორის გათვალისწინებულია 2028 წლიდან სოფლის ექიმების და ამბულატორიების ჩართვა ამ პროგრამაში. ეს გეგმა მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში გულისხმობს, დაახლოებით, 120 მილიონი ლარის ინვესტირებას ამ სექტორში, რასაც პოტენციალი აქვს, რომ დაახლოებით, 160 მილიონიანი შეღავათი მისცეს ჯანდაცვის სექტორს. ჩნდება შესაძლებლობა, რომ ძალიან ბევრი მძიმე დაავადება ან მისი გართულებული ფორმები იქნეს თავიდან არიდებული, რაც პირდაპირპროპორციულად შეკვეცავს დანახარჯებს, რომელიც ჯანდაცვაზე ხორციელდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

BM.GE-ის კითხვაზე, კონკრეტულად, სად განხორციელდება პირველად და რა ფორმით დაიხარჯება თანხა, სარჯველაძე არ პასუხობს. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ამის წარდგენა შემდეგში იქნება.

"ვეცდები, ძალიან მარტივად ავხსნა, ვითარება ასეთია, პირველადი ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი როლი არის ის, რომ პაციენტთან ახლო კომუნიკაციის შედეგად, შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული ზოგიერთი დაავადება. ეს თუ წარმატებით განხორციელდა, ამან შეიძლება შეამციროს რიგი გართულებები, მაგალითად ჰიპერტენზია.

160 მილიონის შემთხვევაში საუბარია რამდენიმე წელზე და სახელმწიფოსაგან დასახარჯ თანხაზე. ექიმებსაც მეტს გადავუხდით, მაგრამ მათი საქმიანობა შეფასდება კონკრეტული კრიტერიუმებით, მათ ექნებათ კონკრეტული ამოცანები", - განაცხადა სარჯველაძემ. მისივე თქმით 6 დაწესებულება სადაც რეფორმა პირველად განხორციელდება უკვე შერჩეულია. მათ შორის არიან კერძო და საჯარო დაწესებულებებიც.

პირველი, "საქართველოში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სისტემისთვის ადამიანური რესურსის განვითარების სამოქმედო გეგმა 2025-2027 წლებისთვის" უკვე გამოქვეყნებულია. თუმცა, bm.ge-ის ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ ეს მთლიანი პაკეტია და კანონქვემდებარე აქტები ამ სრულად ამ კვირაში გამოქვეყნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები