საერთაშორისო რეიტინგები აუცილებელია, თუმცა ისინი ინვესტიციებისთვის არასაკმარისი პირობაა, - ამის შესახებ კომპანია ,,ნატახტრის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცემა ,,საქმიანი დილაში” განაცხადა.
მისი თქმით, რეიტინგები, რომლებსაც საქართველოს საერტაშორისო სარეიტინგო კომპანიები ანიჭებენ, საკრედიტოა.
,,საკრედიტო რეიტინგები არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ჩვენ უცხოურ ინვესტიციას დიდი მოცულობით მოვიზიდავთ. მთელი ძალისხმევა გადასატანი გვაქვს მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენ მივაღწიოთ საინვესტიციო რეიტინგს”, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.
მისი თქმით, ინვესტირების დროს გადამწყვეტი წინაპირობებია პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, ასევე ინფრასტრუქტურა.
,,როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ლოგისტიკურ ჰაბად გადაქცევაზე, კონკრეტულ ინვესტორს პრობლემა ექმნება მაგალითად, ვაგონების მოძიებაზე და ა.შ. ეს პრობლემაა”, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.