PMCG-ის კვლევითი ინსტიტუტი გამოაქვეყნა კვლევა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს და ევროკავშირის კანდიდატების, მოლდოვასა და უკრაინის შედეგების შესახებ. PMCG-ის კვლევა მოიცავს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებას საქართველოში დემოკრატიის, კორუფციის, სოციალური, ეკონომიკური და სახელმწიფო მმართველობითი მიმართულებებით. აღნიშნულ რეიტინგებსა და ინდიკატორებში უმეტესწილად საქართველოს პოზიცია ჩამორჩება EU-ს ქვეყნების შედეგებს, თუმცა უსწრებს მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლებს, მათ შორისაა მთავრობის ეფექტიანობის შეფასება, რაც მსოფლიო ბანკის მმართველობითი ინდიკატორების თანახმად, საქართველოსთვის 100-დან 72.1 ქულას შეადგენს, მაშინ როდესაც მოლდოვას 40.6 ქულა, ხოლო უკრაინას 33 ქულა აქვს. ხოლო EU-ს საშუალო 79-ია. როგორია კვლევის შედეგები და რა პოზიციაზეა საქართველო?