მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენი მეგობრები არიან"

5afabe78d2c47
მაია ბიწაძე
15.05.18 15:02
900
"საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩვენი ნამდვილი მეგობრები არიან, მათი დახმარება ჩვენი ქვეყნისადმი ძალიან შთამბეჭდავია“ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ სასტუმრო Radisson-ში გამართულ საინვესტიციო ბიზნესფორუმზე (Bia Forum) განაცხადა. მისივე თქმით, აზიის განვითარების ბანკი 1,2 მილიარი დოლარითაა წარმოდგენილი საქართველოში, ევროპის საინვესტიციო ბანკი - 1,250 მილიარდით, მსოფლიო ბანკი - 609 მილიონით.

"ჩვენ კიდევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებტანაც. მინდა ვთქვა, რომ მათი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ ძალიან დიდია. ის რეფორმები და პროექტების განხორციელების მზაობა, რაც ქვეყანაში არსებობს, დადებითად არის შეფასებული მათ მიერ და იგივე ზემოთ ჩამოთვლილი საფინანსო ინსტიტუტები გეგმავენ, კიდევ უფრო გაზარდონ თავიანთი საინვესტიციო პორტფელები საქართველოში", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები