მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას განიხილავს

58fb6619c7209
BM.GE
22.04.17 18:17
1167
"საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) გააძლიერებს ისეთი მიმართულებების დაფინანსებას, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ტურიზმი, საფინანსო სექტორი", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტთან, დიმიტრის ციცირაგოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საქართველოს ეკონომიკის აღნიშნული სექტორების ლარში დაფინანსებისთვისა და ქვეყნის მთავრობის ლარიზაციის გეგმის მხარდასაჭერად, ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას განიხილავს.

დღემდე, კორპორაციას საქართველოს კერძო სექტორში, 59 პროექტში 1,64 მლრდ აშშ დოლარი აქვს ინვესტირებული.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილენიკოლოზ გაგუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები