მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კომპანია m²-ს $12 მილიონის სესხი გამოუყო

59413aa8c39f7
სალომე მეცხვარიშვილი
17.06.17 17:00
1010
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კომპანია m²-ს სესხი გამოუყო. სესხის ჯამური მოცულობა 12 მილიონი დოლარია. ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

"მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ სს "m² უძრავი ქონებისათვის" ჯამურად არაუმეტეს 12 მლნ აშშ დოლარის ( ან ეკვივალენტი ევრო) ოდენობის სესხის მიცემის თაობაზე. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) სადამფუძნებლო შეთანხმების მე-3 მუხლის მე-3 სექციის პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წერილობით აცნობოს თანხმობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) გამოგზავნილიწერილის შინაარსზე",-ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები