საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor 's შეერთებულ შტატებს ეკონომიკის სტაბილურ პროგნოზს უნარჩუნებს და აშშ-ის საინვესტიციო დონის («AA + / A-1+») რეიტინგის უცვლელობას ადასტურებს.
გარდა ამისა, Standard & Poor 's -მა დასძინა, რომ სააგენტო ქვეყნის რეიტინგის გაუმჯობესებას შეძლებს, თუ კი ექსპერტები ფინანსური და სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტურობას დაინახავენ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ვალის ტვირთს შეამცირებს.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება შეერთებული შტატების სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში მთელ რიგ ცვლილებებს გამოიწვევს.
ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩინეთთან, მექსიკასთან და კანადასთან არსებულ სავაჭრო ურთიერთობებს შეისწავლიდა და ფინანსური სექტორის, საიმიგრაციო პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დასარეგულირებლად ახალ წესებს შემოიღებდა.
თავის მხრივ, სარეიტინგო სააგენტოს Moody კონკურენტი სააგენტო Fitch მიიჩნევს, რომ ტრამპის გამარჯვება მექსიკის განვითარების მხრივ გაურკვევლობას ზრდის.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპი სავაჭრო პროტექციონიზმის მხარდაჭერის გაზრდაზე და ასევე მშრომელთა ფულადი გზავნილების დაბვლოკასა და აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებაზე საუბრობდა. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ტრამპი მექსიკაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა, რომელმაც მოგვიანებით "თვითერზე" დაწერა რომ მხარეებმა მართლაც ისაუბრეს კედლის თემაზე, მაგრამ მექსიკა მის დაფინანსებას არ აპირებს.
ტრამპის ამ იდეას გაჟღერებისთანავე მოჰყვა საზოგადოების დიდი გამოხმაურება და საზოგადოების დიდმა ნაწილმა იგი დისკრიმინაციული საემიგრაციო პოლიტიკის გამო გააკრიტიკა.
როგორც Fitch მიიჩნევს, ტრამპის მსგავსი პოლიტიკის მიზანშეწონილობა გაურკვეველია.
"მიუხედავად შეერთებული შტატების და მექსიკის მჭიდრო ეკონომიკუი კავშირისა, დონალდ ტრამპის აშშ-ის სათავეში მოსვლა მექსიკის ეკონომიკის ზრდას გაურკვეველს ხდის", - წერს Fitch.

























