მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია ONEX საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა

645c8f4540719
BM.GE
11.05.23 10:45
1778
ONEX არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს მსოფლიოს ბაზარზე. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ONEX ოფიციალურად 2023 წლის 5 მაისს ა.ყაზბეგის 19ბ - ში გაიხსნა საქართველოში. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანიის დამფუძნებლები, თანამშრომლები, B2B პარტნიორები და მედიის წარმომადგენლები.

ამ ეტაპზე ONEX ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს ტრანსპორტირებას მსოფლიოს ოთხი ძირითადი ქვეყნიდან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ჩინეთი. ამ ქვეყნებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ უფასო შიფინგ მისამართები.

კომპანიის ორი ყველაზე მთავარი უპირატესობა, რითიც საერთაშორისო ბაზარზე და ახლა უკვე სქართველოშიც, კონკურენტებისგან გამოირჩევა არის ინოვაციურობა და სისწრაფე. ONEX მრავალ ინოვაციურ აიტი გადაწყვეტილებას სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიის აიტი გუნდმა სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნა ინოვაციური და ძალიან ადვილად გამოსაყენებელი მობაილ აპლიკაცია - Onex Georgia და ვებ-გვერდი - Onex.ge, სადაც მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია დაკვალიანდეს. ONEX - ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა Customer Support, კომპანიის აიტი გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ყველანაირი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ლაივ რეჟიმში შეუძლიათ მიიღონ მხარდაჭერა და კითხვებზე პასუხი, როგორიცაა სოციალური არხების ლაივ ჩათი, ჩათ ბოტი, სოციალური ქსელების ინბოქსი და ქოლ-ცენტრი.

ONEX - ის მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ იშოპინგონ ისეთ ცნობილ მაღაზიებში, როგორიც არის Amazon, Ralph Lauren, Victoria’s Secret, ebay, Taobao, Aliexpress და სხვა.

კომპანია ONEX - ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უპირატესობა ის არის რომ ფიზიკური პირებისთვის ანგარიშდება რეალური წონის ტრანსპორტირების თანხა.

ONEX - ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სმარტ გადაწყვეტილებაა ავტომატიზირებული გამცემი პუნქტი ეგრედწოდებული Smart Wall, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ბარკოდის გამოყენებით ძალიან მარტივად მიიღოს ამანათები.

მონაცემთა ანალიზის საშუალებით, Smart Wall-ს შეუძლია ესაუბროს მომხმარებელს, გააცნოს კომპანიის ახალი სერვისები, მისცეს რჩევები და ა.შ.
ამანათების გაცემის პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად ONEX მომხმარებლებს სთავაზობს Smart Locker-ს, რომელიც განთავსებული იქნება თბილისის ყველა უბანში, მოსახერხებელ ადგილებში. მისი მეშვეობით მომხმარებლები კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად შეძლებენ ამანათების გატანას სასურველი ადგილიდან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Smart Locker-ის მომსახურება ONEX-ის ყველა მომხმარებლისთვის იქნება უფასო.

"ჩვენი მიზანია, ყველა ონლაინ შოფინგის მოყვარულს ჰქონდეს საშუალება, რომ თავის თავზე გამოსცადოს და რეალურად ნახოს თუ როგორია ინოვაციურ კომპანიასთან თანამშრომლობა, შესაბამისად გვინდა რომ ყველა ქართველ მომხმარებელს მივცეთ შანსი დაიწყონ ჩვენი სერვისებით სარგებლობა. დარწმუნებული ვართ, რომ რეალური ინტერაქციის და ყველა იმ ბენეფიტის მიღების შემდეგ, რასაც ONEX სთავაზობს თავის მომხმარებელს, ონლაინ შოფინგის გამოცდილება ყველასთვის სასიამოვნო პროცესთან იქნება დაკავშირებული. სწორედ ამისთვის გადავწყვიტეთ, რომ ყველა ახალი მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება ჩვენს ვებ-გვერდზე ან მობაილ აპლიკაციაში, მიიღებს 20 ლარიან ბონუსს და ასევე, ყოველ მომდევნო შეკვეთაზე 5 %-იან ქეშბექს", - აცხადებს კომპანია ONEX - ის საოპერაციო გუნდის ხელმძღვანელი (COO) - მარიამ ბექაური.

ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ONEX სხვა სმარტ სერვისები, რომელთა არჩევის შესაძლებლობა მომხმარებლებს აქვთ ამანათის საზღვარგარეთის საწყობში მისვლამდე. სმარტ სერვისების არჩევის საშუალებით შესაძლებელია ამანათის ვიზუალური შემოწმების მიზნით ფოტოების გადაღება, როგორც გარედან, ისე შიგნიდან. დამატებითი შეფუთვის, ამანათის ნაწილებად დაყოფის და სხვადასხვა მიმღები პირის არჩევა. ყველა ეს სმარტ სერვისი საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს გავუმარტივოთ ტრანსპორტირების პროცესი.

ONEX არის ამერიკული ბრენდი iHerb-ის ოფიციალური პარტნიორი გადამზიდი კომპანია საქართველოში. პარტნიორობის ფარგლებში კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს უფასო გადაზიდვას 80$ და მეტ შენაძენზე. პრომო კოდის გამოყენების შემთხვევაში კი, ONEX - ის მომხმარებლები მიიღებენ დამატებით ფასდაკლებებს.



(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები