მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საერთაშორისო სავაჭრო პალატა პროტესტის ნიშნად დროებით ოფისს ხურავს - პარალელურად ფადი ასლის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი

58dca8282b19b
BM.GE
30.03.17 10:34
2445
საერთაშორისო-სავაჭრო პალატამ პროტესტის ნიშნად ერთი დღით ოფისი დახურა.

"დღეს ICC-ის ოფიცი დაიხურება რამდენიმე კორუმპირებული მოსამართლის მიმართ პროტესტის ნიშნად",- გამოკრულია წარწერა ოფისთან.

პროტესტის ეს ფორმა მიმართულია საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ კაკაბაძის წინააღმდეგ, რომელმაც ადგილობრივი მწარმოებლების "თბილისის თამბაქოსა" და "ოჯითის" სარჩელების საფუძველზე სავაჭრო პალატის წევრი კომპანიები თამბაქოს საერთაშორისო ბრენდები British American Tobacco და Philip Morris დაახლოებით 90 მილიონი დოლარით დააჯარიმა. ფადი ასლი აცხადებს, რომ მოსამართლე კორუმპირებულია. ამის შესახებ მან პირველად ელენე კვანჭილაშვილის "ანალიტიკაში" გააკეთა განცხადება.

აღნიშნული განცხადების წინააღმდეგ გამოდის "თბილისის თამბაქო'. სწორედ ამ მიზეზით დღეს რამდენიმე აქცია იმართება ფადი ასლის წინააღმდეგ. „თბილისის თამბაქოს“ თანამშრომლები საპროტესტო აქციას გამართავენ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის ფადი ასლის წინააღმდეგ. მათი თქმით, ფადი ასლის და თამბაქოს არაკეთილსინდისიერ იმპორტიორებს ქართული წარმოების განადგურება სურთ.

ამასთან, აქცია გაიმართება პარტია "ევროპული საქართველოს" სათაო ოფისთან. ამ შემთხვევაშიც აქციას "თბილისის თამბაქოს" თანამშრომლები გამართავენ საპროტესტო აქციას სახელწოდებით – "არა ასლის ასლებს".

ფადი ასლის განცხადებას გასულ კვირაშივე უპასუხა "თბილისის საქალაქო სასამართლომ". როგორც სასამართლოში განმარტავენ, სასამართლო ხელისუფლება მკაცრად გმობს და დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლის მიმართ გამოთქმულ ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფადი ასლი დაუპირისპირდა "თბილისის თამბაქოც", რომლის საჩივრის საფუძველზე მოსამართლემ თამბაქოს კომპანია დააჯარიმა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები