საერთაშორისო სავაჭრო პალატა უცხოელი ინვესტორებისთვის სპეციალური დეპარტამენტის შექმნას ითხოვს, რომელიც ინვესტორების პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტთან“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ განაცხადა.
„როდესაც ინვესტორი ქვეყანაში შემოდის მას არავინ ჰყავს, რომ პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. დღევანდელ ინვესტორთა საბჭოზე ვაპირებთ, დავაყენოთ საკითხი სპეციალური დეპარტამენტის შექმნაზე, რომელიც უცხოელი ინვესტორების პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. მსგავსმა დეპარტამენტმა ყოველკვირეულ რეჟიმში უნდა გამართოს შეხვედრები უცხოელ ინვესტორებთან და პარტნიორებთან და მოისმინოს მათი პრობლემები“,- განაცხადა ფადი ასლიმ.

























